Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხალხი ჯერ ვერ ერკვევა რა ხდება,'- ეკონომიკის მინისტრი საბანკო რეგულაციებზე

თარიღი : 14-04-2019, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები იმ ძალიან მოკლევადიან შედეგებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არასერიოზული იქნება. როდესაც ახალი რეგულაცია შემოდის, მას ყოველთვის ახლავს ფსიქოლოგიური ეფექტი, რომ ხალხი ჯერ ერკვევა, რა ხდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

ქობულიას თქმით, რეგულაციები საჭიროა, რათა მოსახლეობა დაცული იყოს გაუაზრებელი კრედიტებისგან. განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი სეგმენტი.

„პირველ რიგში, მე ვიტყოდი, რომ ეს საბანკო რეგულაციები როგორც იყო მიღებული, როგორც იპოთეკური დაკრედიტების თვალსაზრისით, ისე საცალო სესხების თვალსაზრისით, ეს არის ფართოდ მიღებული პრაქტიკა მსოფლიოში. ყველა მოწინავე ქვეყანას, ან იმ ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვედრებით, აქვს ანალოგიური რეგულაციები. მეტსაც გეტყვით, ჩვენი რეგულაციები ბევრად უფრ რბილია ამ ქვეყნების რეგულაციებთან შედარებით. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის სიახლე, რომელიც მოიგონა ეროვნულმა ბანკმა - ეს არის საუკეთესო პრაქტიკა და რა თქმა უნდა, მე, პირველ რიგში, გამიჩნდებოდა კითხვა რატომ არ უნდა მიჰყვებოდეს საქართველო საუკეთესო პრაქტიკას.

მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი ამ სფეროში, საბანკო რეგულაციები გაკეთებული არის იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა გაუაზრებელი კრედიტებისგან“,-განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება გაყიდვების შემცირების ტენდენციას, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობის ფსიქოლოგიური აღქმაც გასათვალისწინებელია და არ შეიძლება მოკლევადიან შედეგებზე დაყრდნობა.

"ჩვენ არ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები იმ ძალიან მოკლევადიან შედეგებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არასერიოზული იქნება (იანვარ-თებერვალი). როდესაც ახალი რეგულაცია შემოდის, მას ყოველთვის ახლავს ფსიქოლოგიური ეფექტი, რომ ხალხი ჯერ ერკვევა, რა ხდება, როგორ არის. კიდევ მეორე ფაქტორი, რამაც იმოქმედა იანვარ–თებერვალზე არის ის, რომ სანამ რეგულაციები შემოვიდოდა უცხოურ ვალუტაში, ძალიან მძაფრად გაიზარდა იგივე იპოთეკური სესხებიც. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვინც გეგმავდა იანვარ–თებერვალში სესხის აღებას, ლარში გადაწყვიტა, უფრო ადრე, ევროში სესხის აღება. ამიტომ თუ თქვენ ამ ეფექტს დაადებთ იმას, რომ ფსიქოლოგიური მიჩვევა არის საჭირო მოსახლეობის მე მგონია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, რომ ვნახოთ უფრო მეტი შედეგი, უფრო მეტი დაკვირვება გვჭირდება და შემდეგ მივიღებთ დამაკორექტირებელ ზომებს”, - აცხადებს ქობულია.

რაც შეეხება რეგულაციების გადახედვასთან დააკვშირებით მზაობას, , ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესაძლებელია გარკვეული ნიუანსები გადაიხედოს, თუმცა ვექტორი იგივე დარჩება.

„მე როგორც არაერთხელ მითქვამს, ვექტორი, გენერალური ხაზი დარჩება იგივე, მაგრამ შიგნით შეიძლება იყოს რაღაც ნიუანსები გადახედილი. მაგალითად, იგივე PTI კოეფიციენტები. შესაძლებელია, უფრო მაღალი შემოსავლის პირებზე, კიდევ უფრო შევარბილოთ დღეს უკვე რბილი კოეფიციენტი, ან მაგალითად, უცხოელებზე თუ გვაქვს 40% აუცილებელი შენატანი, ეს შენატანი დავწიოთ", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გადაცემაში „ ფორბსის კვირა“.


ნანახია: 358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემისას სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ მოქალაქე მისი პირადი შემოსავლის 30%-ზე

ამინდი