Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘დიდი მადლობა ყველას, ვინც ეფერება და უფრთხილდება ქართულ ენას,’- ქუთაისში დედა ენის დღე აღნიშნეს

თარიღი : 14-04-2019, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჩხიკვაძემ დედაენის დღე სიმბოლურად პირველი საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგს ჟუჟუნა ვარდანიძეს და მეათე საჯარო სკოლის პედაგოგს იმოგენ გიორგაძეს მიულოცა.

დამსახურებულ და ღვაწლმოსილ პედაგოგებთან ერთად რამაზ ჩხიკვაძემ დედაენის დღე ყველაზე ახალგაზრდა პედაგოგსაც მიულოცა. ნათია დევიძე მეორე საჯარო სკოლის პედაგოგია და დედაენის შესწავლა მან პატარებისთვის მიმდინარე წელს დაიწყო.

"უპირველესად მინდა ყველა ქართველს მივულოცო ქართული ენის დღე. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გადავწყვიტეთ დედაენის დღე მიგველოცა იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც თაობებისთვის დაწყებითი განათლების მიცემას უწყობენ ხელს და ათეულობით წლების განმავლობაში თაობებს დედა ენით ზრდიან. ვთვლი, რომ სწორედ ასეთ ხალხს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. დღეს ასევე მივულოცეთ იმ ქალბატონს, რომელიც პედაგოგის რანგში დაწყებით ჯგუფში წელს პირველად შევიდა. მასაც ვუსურვეთ, რომ წლების შემდეგ მის მიმართაც ყოფილიყოს ისეთივე ღირსეული დამოკიდებულება, როგორიც ამ ორი ქალბატონის მიმართ გაგვაჩნია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეფერება და უფრთხილდება ქართულ ენას,"-აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ.


ნანახია: 132-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ მის მიერ შემუშავებული ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში დედაენის მემორიალთან ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი
ქუთაისში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

ამინდი