Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ხალხმა რეალურად დაინახოს შედეგი,'-წყალტუბოს სოფელ გუმბრის თემში 'ქართულმა ოცნებამ' შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი წარადგინა

თარიღი : 13-04-2019, 19:11 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრის თემში შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ომარ სინაურიძე წარადგინა.

გუმბრის თემის მოსახლეობას დღეს კანდიდატთან ერთად იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარები-ცოტნე ზურაბიანი და დიმიტრი მხეიძე, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე შეხვდნენ, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ბოლო წლებში წყალტუბოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური პროგრამებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე. ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ გუმბრის თემში, რომელიც მოსახლოების რაოდენობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს, შერჩეულია ღირსეული კანდიდატი-ომარ სინაურიძე. მათივე თქმით, კანდიდატმა კარგად იცის თითოეული აქ მცხოვრები ოჯახის პრობლემა, ის ინფრასტრუქტრული პროექტები, რომელთა განხორციელება აუცილებელია. მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ომარ სინაურიძე არის პატიოსანი და რაც მთავარია, ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს ადგილობრივებს.

"მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. თითქმის ყველა სოფელში კეთდება გზები, დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების, სკვერების მოწყობის პროექტების განხორციელება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ხალხმა რეალურად დაინახოს შედეგი და დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატი ომარ სინაურიძე, რომელმაც მერის წარმომადგენლად მუშაობისას დაამტკიცა, რომ არის ენერგიული და ძლიერი პიროვნება, მოიპოვებს ღირსეულ გამარჯვებას,“- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

,,ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა, თითოეული თქვენგანის პრობლემა იყოს გაანალიზებული და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი, დარწმუნებული ვარ თქვენი არჩევანი იქნება ომარ სინაურიძე, რომელიც გამოირჩევა თავისი პატიოსნებით, წარმომავლობით, ადამიანობით, მეგობრებთან კარგი ურთიერთობებითა და რაც მთავარია, სოფლის სიყვარულითა და სოფელზე ზრუნვით. მას შეუძლია სიტყვა საქმედ აქციოს,რეალურად მოაგვაროს თქვენი პრობლემები და არა ის, რომ თქვენი ხმები გამოიყენოს პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის,დარწმუნებული ვარ ომარ სინაურიძე დაიცავს თქვენს ინტერესებს საკრებულოში და ყველა იმ დაპირებას შეასრულებს, რომელიც მის საარჩევნო პროგრამაშია,“ - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.

,,მე დღეს აქ შვილებთან ერთად მოვედი, მოვედი ჩემს თანასოფლელებთან, რომლებსაც კარგად ახსოვთ ასევე, მამაჩემის თანადგომა და კარგი ადამიანობა, მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მე ყოველთვის დავიცავ თითოეული თქვენგანის ინტერესებს და თქვენთან ერთად ვიზრუნებ უკეთეს მომავალზე, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება’’ - ასე მიმართა შეკრებილებს საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ომარ სინაურიძემ.
https://i.postimg.cc/3J50m6gN/775854-C2-77-AE-4-D99-9463-E7150-AFB03-E7.jpg
მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგენლებს, "ქართული ოცნების" ლიდერებსა და დამსწრე საზოგადოებას.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამომრჩევლის წინაშე ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა წარადგინა.
პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი ივანე როყვა წარადგინა.
შეხვედრას წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანიც ესწრებოდა.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მერობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობის მხარდაჭერა მას არჩევნებში გამარჯვების იმედს აძლევს და სჯერა, რომ მათთან ერთად შეძლებს
მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს სოფელ მაღლაკის მოსახლეობას შეხვდა.

ამინდი