Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ზესტაფონში ჰაერი იწამლება, ონკოლოგიის შემთხვევები სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია"

თარიღი : 13-04-2019, 11:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. წულაიას განმარტებით, საზოგადოების განწყობა მიმდინარე პროცესებისადმი ნიჰილისტურია, რაც პოლიტიკურმა წარსულმა და არსებულმა ხელისუფლებამ განაპირობა.

"წყლის, გზის, დასუფთავების პრობლემა, უმუშევრობა, სიღარიბე და უყურადღებობა მთავრობის მხრიდან. ყველაფერი იგივეა მთელ საქართველოში და დამატებით ზესტაფონს აქვს ფეროს პრობლემა. ბიზნესმენები დიდ ფულს შოულობენ, მაგრამ არ უნდათ ჩადონ ეს განახლებაში, ფილტრებისთვის. ყველაფრის სახლში წაღება უნდათ და ეს ქართული ბიზნესის დამახასიათებელია, სამწუხაროდ. ზესტაფონში ჰაერი იწამლება, ონკოლოგიის შემთხვევები სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია, რაც საფუძვლიან ეჭვს იძლევა, რომ სწორედ ამ გამონაბოლქვმა გამოიწვია. მოსახლეობა ნიჰილისტურად არის განწყობილი არჩევნების მიმართ," - განმარტავს გოგი წულაია.



ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 734-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პარტია "თავისუფალი საქართველო" მერობის კანდიდატს დღეს წარადგენენ.
წულაიას თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით პოლიტიკური შესვენება აიღოს.
წულაიას თქმით, ამ ეტაპზე პარტია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან საერთო კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
განცხადებას ამის შესახებ პარტია 'თავისუფალი საქართველოს' წარმომადგენლები აკეთებენ.

ამინდი