Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების გამოცდილების არ მქონე ხელმძღვანელი რიგით თანამშრომლებს- დამლაგებლებს, ჭურჭლის მრეცხავებს და სხვებს მაღალი დონის გამოცდილებასა და უმაღლეს განათლებას სთხოვს'

თარიღი : 12-04-2019, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ გამოცდილების არ მქონე ხელმძღვანელი რიგით თანამშრომლებს- დამლაგებლებს, ჭურჭლის მრეცხავებს და სხვებს მაღალი დონის გამოცდილებასა და უმაღლეს განათლებას სთხოვს. ეს არის სირცხვილი და ყოვლად დაუშვებელი,“- განცხადებას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან აკეთებს.

ჩიგოგიძის თქმით, ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობის შესწავლის მიზნით, ორგანიზაციამ განცხადებით ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართა.

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ქალბატონი თამილა ფაიქიძე არის გამოუცდელი, არაპროფესიონალი და უტაქტო ხელმძღვანელი. ამის თქმის საფუძველს ჩვენი ორგანიზაციის მიერ აღნიშნული გაერთიანების საქმიანობის კვლევის შედეგები გვაძლევს. გაერთიანების ხელმძღვანელმა ჯერ უარი განაცხადა ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე, ხოლო შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის სახელით გაერთიაბაში შესული განცხადება დახია. ჩვენ არც ერთ მსგავს დაწესებულებებთან არ გვქონია პრობლემები არც ურთიერთობისა და არც დოკუმენტების გაცვლის პროცესში, თუმცა ბაღდათი ამ მხრივ გამონაკლისია, რადგან ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანებას ჰყავს დირექტორი, რომელსაც არანაირი გამოცდილება, არანაირი ატესტაცია და კონკურსი არ გაუვლია და ისე დაინიშნა ხელმძღვანელად. მინდა აღვნიშნი გაერთიანების იურისტი, რომელსაც კანონების და მისი უფლება-მოვალეობის ცოდნის პრობლემა აქვს. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ხელმძღვანელობა ჰყავს ამ მეტად საჭირო სამსახურს. ჩვენ განცხადებით მივმართეთ ანტიკორუფციულ სააგენტოს, ვითხოვთ ბაგა-ბაღების გაერთიანების საქმიანობის შესწავლას და შედეგების შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას,“- ამბობს ირაკლი ჩიგოგიძე.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა. ადგილზე აცხადებენ, რომ ბრალდება აფსურდია და კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.


ნანახია: 1615-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი რობიზონ ხურცილავა აკეთებს.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება 37 ფილიალს აერთიანებს. გაერთიანება ჯამში 10 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება.
სისტემა ზაფხულის განმავლობაში დაიხვეწება.
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია აღსაზრდელთა რეგისტრაციას იწყებს.
ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.

ამინდი