Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ შეიძლება, ყველა კულტურული მოვლენა ერთ წერტილში ხდებოდეს,'- როგორ ცდილობს მესხიშვილის თეატრი მაყურებლის დაინტერესებას?

თარიღი : 12-04-2019, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი topnews.com.ge-სთან იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელიც თეატრის მიმართ მაყურებელთა ინტერესისს ზრდის ან ამცირებს. სულხან გოგოლაშვილი კულტურულ დეცენტრალიზაციაზე აქცენტირებს, რაც მისი თქმით, მნიშვნელოვნად შეუწობს ხელს რეგიონებში თეატრალური ცხოვრების განვითარებას.

"უნდა მოხდეს კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში კულტურული დეცენტრალიზაცია. არ შეიძლება, ყველა კულტურული მოვლენა ერთ წერტილში ხდებოდეს. მიუხედავად იმისა,რომ მესხიშვილის დრამატული თეატრი ქართული თეატრის სივრცეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წერტილია. ბოლო ორი წელია კარგი ტენდენცია შეინიშნება, ჩვენ გვაქვს ყოველი თვის სტატისტიკური მონაცემები და ყოველწლიურად მაყურებელი იმატებს, რაც ცხადია, გვახარებს, თუმცა ეს ჯერჯერობით ძალიან მცირე პროცენტია, რომელიც, რა თქმა უნდა, თეატრს ვერ დაეხმარება მის სრულფასოვან ფუნქციონირებაში," - განმარტავს სულხან გოგოლაშვილი.

გოლაშვილი თეატრის განვითარებისათვის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი თქმით, სწორედ მაყურებელთა ჩართულობა განსაზღვრავს თეატრის განვითარებას.

"მიზეზი იმისა, რომ დღეს მაყურებელი არ ყავს თეატრს, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარეობს. ჩვენ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ხშირად ვერ გაგვითავისებია, რას ნიშნავს ეს? ის, რომ ჩვენ ვითხოვთ კარგ სპექტაკლს და თეატრს, ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. მაყურებელი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თეატრის განვითარებისთვის, არამედ მსახიობის განვითარებისთვისაც. როდესაც მე ფულს ვიხდი და შენ არ ხარ იმ დონეზე, რის გამოც თეატრში მოვდივარ, მე უკვე პასუხს მოგთხოვ. ესეც მოქალაქეობრივი ვალია, რომ ქვეყანაში, ჩვენი ხელფასიდან პატარა წილი გავიღოთ,რათა მივიღოთ კარგი თეატრი. ეს კი ჩვენი შვილების განვითარებას, აზროვნებას და ფიქრს ნიშნავს." -განმარტავს სულხან გოგოლაშვილი.

როგორც ირკვევა, ბილეთის ღირებულება, რაც 7 და 10 ლარს შეადგენს, ქუთაისის პირობებში ძვირია, მაშინ როცა სახელმწიფო თეატრების ბილეთის ფასი თბილისში 25 ლარს უტოლდება.

"ჩვენი თეატრი ერთ-ერთი ფლაგმანი არის დღეს საქართელოში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ გასტროლზე, ნებისმიერი ჟანრის სპექტაკლი წარადგინოს და შეგვაქონ, გვითხრან, რომ ეს არის ძალიან მაღალი დონის თეატრი. იმ ფონზე, როცა ბილეთი ღირს 7 ლარი, ეს სასაცილო ფასია. მაგალითად, საპრემიერო ფასი რუსეთში, ვახტანგოვის თეატრში 1000 დოლარს უტოლდება. რომელიც 3-4 თვით ადრე არ იშოვება, ანშლაგი არის. ეს არის უდიდესი თეატრალური ქვეყანა, ამას აღიარებს მთელი მსოფლიო. როცა თბილისში მესხიშვილის დონის თეატრების ბილეთი ღირს 25 ლარი, მე არ ვთვლი, რომ 7 ლარი ძვირია, სადღაც პრესტიჟიც არის, რომ თეატრის ბილეთი არ ღირს 3 ლარი, არის თეატრები, სახელმწიფო თეატრები, სადაც ბილეთი არის სამი ლარი. ახალციხის თეატრი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მეტ თანადგომას საჭიროებს საქართველოში. ის ისეთ ადგილზე არის და იმხელა ქართულ საქმეს აკეთებს, " - განმარტავს სულხან გოგოლაშვილი.

განათების სისტემა, გახმოვანების მოძველებული ტექნიკა, მოძრავი სცენის არაზუსტი მოძრაობები არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც მესხიშვილის დრამატულ თეატრს აქვს. გოგოლაშვილი სცენაზე მუშაობისას საფრთხისშემცველ დეტალებზე საუბრობს.

"მესხიშვილის თეატრი დღეს უამრავი გამოწვევის წინაშეა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა სცენაზე. როდესაც სცენა გაიხსნა 1955 წელს, 3 ბრუნი ჰქონდა, დაბალი, საშუალო და ჩქარი, ე.წ რემონტის შემდეგ, რომელიც 2011 წელს დასრულდა, სცენაზე არის ერთი ბრუნი, რომელსაც სიზუსტე საერთოდ არ აქვს, არის ერთი ინვენტორი, როცა უნდა იყოს მინიმუმ 20 და 15. და ამ ერთ ინვენტორზე არის დამოკიდებული მთელი სცენის ტექნიკა, რომლითაც ხშირ შემთხვევაში ისეთი რაღაცები გადაგვაქვს, გვეშინია, რომ მსახიობები არ გადმოგვივარდეს. პრაქტიკულად, ვერ ვიცავთ ხშირშემთხვევაში ამის გამო უსაფრთხოების წესებს და იძულებული ვართ, უარი ვთქვათ იმ კარგ სცენებზე, რომელიც ეფექტს მისცემს მაყურებელს და გააკვირვებს. განათებაც პრობლემურია, ისევე როგორც გახმოვანება," - ამბობს გოგოლაშვილი.

თეატრის დირექტორი ქალაქის მერიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერაზეც საუბრობს.როგორც თავად აღნიშნავს, აღნიშნული მხარდაჭერა თეატრის შენარჩუნების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

"რაც შეეხება იმ დაფინანსებას, რაც ბილეთებიდან შემოდის, რა თქმა უნდა, ამით ჩვენ თეატრს ვერ ვაფუნქციონირებთ. მადლობა ღმერთს, რომ ქალაქის მერიამ გამოიჩინა გულმოწყალება და უკვე მეორე წელიწადია, სადადგმო ხარჯებს გვაძლევს, მერი ხვდება, რომ ქუთაისის თეატრი სხვანაირად ვერ იარსებებს და ამხელა ფლაგმანი, რომელიც დასავლეთ საქართველოში კულტურულ ცენტს წარმოადგენს, შეწყვეტს ფუნქციონირებას. დაფინანსების ფარგლებში საგასტროლო პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ. უკვე წელს მესამე გასტროლი ჩატარდა და ამდენივე იგეგმება. თუ გასტროლები არ იქნება და არ დაისმება "პატარა დროშები" მსოფლიო რუკაზე, თეატრს სხვანაირად ვერ გაგიცნობს მაყურებელი. სწორედ ფესტივალებზე ხდება ჩვენი თეატრის პოპულარიზაცია," - გვეუბნება სულხან გოგოლაშვილი.



ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 571-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეს მესხიშვილის და მარჯანიშვილის თეატრების ერთობლივ სპექტაკლს, 'ჯინს' წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატის და ქუთაისის
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
გამოფენა ქართული თეატრის დღეს მიეძღვნა.
ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება.
სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებდნენ.

ამინდი