Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"საზოგადოებას დღემდე არ უნახავს რაში იხარჯება ფონდ"ქუთაისის" თანხები ამ ხნის განმავლობაში"

თარიღი : 11-04-2019, 16:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge საქველმოქმედო ფონდ "ქუთაისის" საქმიანობით დაინტერესდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე აკრიტიკებდა ფონდის დაარსების იდეას და აღნიშნულს საარჩევნო პერიოდში დამატებითი ფინანსების მობილიზების შესაძლებლობად მიიჩნევდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია topnews.com.ge საუბრისას განმარტავს, რომ მერის დაპირებების მიუხედავად, ფონდ "ქუთაისის" შესახებ საზოგაროებას დღემდე არ მიუღია ინფორმაცია, თუ რაში იხარჯებოდა თანხები ამ ხნის განმავლობაში. შუშანია ქველმოქმედების სახით მერიის თანამშრომლების მიერ ხელფასიდან გაღებულ 1%-ს იძულებით ქმედებად მიიჩნევს.

"სამწუხაროდ ეს არის კერძო ფონდი და მისი ფინანსების მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ მერიც, ვიცე მერიც და ყველანი დაგვპირდა, რომ ყოველ თვეში გამოაქვეყნებდნენ და საჯარო იქნებოდა, ხელმიუწვდომელია. ხარჯები არ გამოქვეყნებულა და საზოგაროებას დღემდე არ უნახავს რაში იხარჯება ფონდ"ქუთაისის" თანხები ამ ხნის განმავლობაში.

მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ იძულებით მოხდეს მოქალაქეებისა და თანამშრომლების მიერ თანხის ჩარიცხვა, სამსახურიდან გაგდების, სხვადასხვა დაშინების მეთოდები" - განმარტავს გიგა შუშანია.

ფონდის დამფუძნებელი თამთა ბაკურაძე უარყობს ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს და განმარტავს, რომ ქველმოქმედების მიზნით ხელფასიდან 1%-ს გაღება ნებაყოფლობითია და მხოლოდ თანამშრომელთა სურვილზეა დამოკიდებული. ასევე საუბრობს ვებ-გვერდზე, რომლის მეშვეობითაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი შემოწირულობების მიმღებთა შესახებ.
"ფონდი აგრძელებს მუშაობას, გადარიცხვა მოხდა, ჩვენი საიტიც ძალიან მალე მზად იქნება, სადაც სრული ინფორმაცია განთავსდება, რომელ ბენეფიციარებს გადავურიცხეთ თანხა. დავაფინანსეთ სიმსივნით დაავადებული ადამიანები.
1%-ზეა საუბარი, ნებაყოფლობით, ვისაც აქვს სურვილი, წერს განცხადებას ხელფასის ყოველთვიურად ჩამოჭრასთან დაკავშირებით და ირიცხება ფონდში. ჩემს სამსახურში, სადაც 33 თანამშრომელი მუშაობს 11 ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ მიეღო პროექტში მონაწილეობა",- განმარტავს თამთა ბაკურაძე.




ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 374-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამთა ბაკურაძე ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაციის მოწყობას გეგმავს, მანამ კი ფონდთან დაკავშირებულ კითხვებს არ
ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, ქალაქის მერის დავალებით წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა, სადაც მერიის
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ქუთაისში ბერი ანდრიას სახელობის ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა.

ამინდი