Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ქვიტირში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

თარიღი : 11-04-2019, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში მცხოვრები კარტოზიების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მედეა კალატოზიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სოციალური დახმარებით უზრუნველყოფს ოჯახს, აღნიშნული თანხა მოზარდების საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

"ელექტროენერგია არ გვაქვს იმის გამო, რომ თანხა ვერ გადავიხადე. მხოლოდ ბუნებრივი აირის თანხის გადახდა მოვახერხე. სახელმწიფო და გამგებელი ბევრჯერ დაგვეხმარა, თუმცა მაინც გვიჭირს. სოციალური დახმარებით გაგვაქვს თვიდან თვემდე თავი. ბავშვები პატარები არიან და ამის გამო ვერ მუშაობენ ჯერ. მეც ვერ შევძელი მათი მიტოვება და სამსახურის დაწყება. ისედაც, ფიზიკურად არ შემიძლია. ტანსაცმლის პრობლემა იმდენად არ გვაწუხებს, როგორც საკვები.ჩემი ორი შვილი სკოლის მოსწავლეა, მესამე კი გაისად შევა სკოლაში," - ამბობს მედეა კალატოზიშვილი.

სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პრიდუქტებით ქუთაისელი ადვოკატები დაეხმარნენ.


ავტორი: ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 764-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება,
ოჯახი ლუკმა-პურის გარეშეა დარჩენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ სოციალურ შემწეობაზე ტელევიზორისა და ნაჩუქარი მაცივარის გამო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მცხოვრები ჯანგავაძეების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
დეპუტატის ბიურომ სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები, 5 მცირეწლოვან ბავშვს კი ტკბილეული მიუტანა.
ლევან და გოჩა ხარაძეების მრავალსულიანი ოჯახი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს.
ოჯახს ფულადი თანხა და პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტები გადაეცა.

ამინდი