Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში მცხოვრებ 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ქალბატონს ფულადი ჯილდო გადასცეს

თარიღი : 9-04-2019, 18:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ვანში, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს დილით ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად 9 აპრილის სკვერში მივიდა და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით კი ამავე სკვერში ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის მოსწავლეების მიერ, გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით - ,,თავისუფლების სამადლობელი.”

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ვანში მცხოვრებ ქალბატონ ხათუნა გალდავას ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით 500 ლარი ჩაერიცხება.

ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად 21 მომიტინგე დაიღუპა, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი. მადლობა თავისუფლებისთვის!


ნანახია: 307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის
ბავშვები თავიდანვე აქტიურად ჩაერთვნენ მუშაობის პროცესში და მთლიანად გაწმინდეს ნარჩენებისგან დაბინძურებული ტერიტორია.

ამინდი