Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არავითარი შიმშილი და სიღატაკე, არანაირი ვალები და ბანკები, შვეიცარია უნდა გახდეს საქართველო,'- 'პატრიოტთა ალიანსი' მასშტაბურ აქციებს ქუთაისიდან იწყებს

თარიღი : 9-04-2019, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სპორტის სასახლეში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს აპროტესტებენ.

სპორტის სასახლეში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. დავით თარხან-მოურავმა აქციების და მოძრაობის ახალი ტალღა დააანონსა. მისი თქმით, აქციები თბილისში, ივნისის პირველ კვირაში დაიწყება და მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ხალხის სასიკეთოდ მოქმედებას არ დაიწყებს.

მანვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმისთვის გააკრიტიკა, რომ არ ზრუნავს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე.

„ტყუილში ცხოვრებაზე უარი უნდა თქვას ხალხმა. არ ფიქრობენ დაკარგულ ტერიტორიებზე. ქვეყანას განათლებული, წარმატებული ხალხი უნდა. ჩვენ არ გვინდა, რომ ხალხს შიოდეს. არც ის გვინდა, თურქეთმა ჩაიბაროს აჭარა და ნატოში შესასვლელად საქართველომ კოლოსალური ხარჯი გასწიოს და მუდმივად ნატოში შესვლის დაპირებებით იცხოვროს,“- განაცხადა თარხან მოურავმა.

სპორტის სასახლეში შეკრებილებს მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ.

„ის ადამიანი ვარ, ვისაც 25 წელი არ გაუღია თავისი სახლის ჭიშკარი. ხელისუფლება არ მსჯელობს დაკარგული ტერიტორიების საკითხზე. თავად მოსახლეობამ უნდა იბრძოლოს და პატრიოტი და ჭკვიანი ხელისუფლება მოიყვანოს ქვეყნის სათავეში,“- განაცხადა მარშანიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის თქმით, ივნისში, თბილისში დაგეგმილ აქციაზე შეკრებილები აღარ აპირებენ დაშლას და აპირებენ ხელისუფლებას აიძულონ მის მიერ გაცემული ყველა დაპირების შესრულება.

„უნდა დამთავრდეს ტყუილები. ტყუილი, რომ ნატოს კარი ჩვენთვის გაიღება. 9 მილიიონი მინისტრების ჭამა-სმაზე იხარჯება. პოლიტიკოსებს ეშლება, ხალზს არაფერი ეშლება. ივნისში დაიწყება აქციები. რწმენა არ უნდა დავკარგოთ და მომავალი თაობისათვის უნდა ვიბრძოლოთ,“- განაცხადა ინაშვილმა.

„არავითარი შიმშილი და სიღატაკე, არანაირი ვალები და ბანკები, შვეიცარია უნდა გახდეს საქართველო,“- მიმართა აქციის მონაწილეებს დავით თარხან-მოურავმა.


ნანახია: 1393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'პატრიოტთა ალიანსის' ლიდერებმა ქუთაისის ოპერის თეატრში იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები დაასახელეს.
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პრემიერ–მინისტრის
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის შენობის წინ გამართულ შეხვედრაზე ალიანსმა ოზურგეთისა და ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატებიც დაასახელა.

ამინდი