Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლა, რომელიც ქმნის პროგრესს და რომლის ყველა მოსწავლე წარჩინებულია-'პროგრესის' წარმატების 17 წელი

topnews.com.ge
„სკოლა, რომელიც ქმნის საზოგადოებას, საზოგადოება კი – „პროგრესს“ . „პროგრესის“ მთავარი ძალა მისი გამორჩეული სტანდარტი და მიდგომებია,“- ამგვარად ხედავს ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მისიას, დანიშნულებას და საქმიანობას სკოლის ხელმძღვანელი ნინო ჩიკვაშვილი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ყველაზე უკეთ ამართლებს საკუთარ სახელს, ნინო ჩიკვაშვილი სათავეში 2002 წელს, 25 წლის ასაკში ჩაუდგა.
ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი მონაპოვარი სწორედ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დაფუძნება და საქართველოს 3 ქალაქში – ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში მისი ხელმძღვანელობაა. თვლის, რომ „პროგრესი“ მისი ყველა ჩანაფიქრისა და სურვილის ხორცშესხმაა – საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უკვე 17 წელია პროგრესულ თაობას ზრდის.

„რომ არა ჩემი წინარე ისტორია, მასწავლებლად ყოფნის გამოცდილება, დღევანდელ რეალობამდე ვერ მოვიდოდი. სწორედ პედაგოგად მუშაობისას დავინახე ყველა ის საჭიროება, რისი დაკმაყოფილებაც გადავწყვიტე. ჩემი არჩევანი ყოველთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების გატარება იყო. სასურველი ნიშის დასაკავებლად, სკოლა ეტაპობრივად მიიწევდა წინ და გამოირჩეოდა იმით, რომ საუბრობდა და ეჭიდებოდა ყოველთვის მხოლოდ იმას, რისი შემოთავაზებაც რეალურად შეეძლო,"- ამბობს სკოლა "პროგრსის" დირექტორი ნინო ჩიკვაშვილი.

თუ სკოლის საქმიანობის ისტორიას გადავავლებთ თვალს, გასაკვირი არ იქნება ის ფაქტი, რომ "პროგრესი" 2018 წლის საუკეთესო კერძო სკოლად, ხოლო მისი პედაგოგი საუკეთესო პედაგოგად დასახელდა.

„პროგრესმა“ მუშაობა კერძო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სტატუსით დაიწყო და სახელის გამართლება მიზნად დაისახა. მას შემდეგ, რაც უამრავი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 2006 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა, რაც სკოლას ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების სრულ უფლებამოსილებას ანიჭებდა. 2014 წელს კი სკოლამ მოახერხა მოეპოვებინა აღიარება და გამხდარიყო ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი, რომელიც თავისი შინაარსით რეალურად წარმოადგენს ორი ქვეყნის ინტეგრირებული განათლების წყაროს და თავის მოსწავლეებს ორდიპლომიან საშუალო განათლების კურსს სთავაზობს.

"უფროსკლასელები მათი შერჩეული პროფილის მიხედვით გადიან კურსს (მაგ.: AP ფიზიკაში ან ქიმიაში, კალკულუსში, გეოგრაფიაში, ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, ამერიკისმცოდნებაში და ასე შემდეგ). ამ საგნების კურსს, ამერიკული სკოლის მოდელის მიხედვით, „პროგრესელები“ რა თქმა უნდა ინგლისურ ენაზე გადიან, ხოლო ჩაბარებული გამოცდის ქულები კურსდამთავრებულებს კრედიტებად ეთვლებათ ნებისმიერ საერთაშორისო კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. მიღწევის საფუძველზე, კურსდამთავრებული ქართულ სახელმწიფო ატესტატთან ერთად, ამერიკულ დიპლომსაც იღებს,"- ამბობს ნინო ჩიკვაშვილი.

როგორია სკოლის ძირითადი პრინციპები, მისი საქმიანობა, და რას მიიჩნევთ „პროგრესის“ მთავარ ძალად?
სკოლა, რომელიც ქმნის საზოგადოებას, საზოგადოება კი – „პროგრესს“ „პროგრესის“ მთავარი ძალა მისი გამორჩეული სტანდარტი და მიდგომებია. სკოლა მოსწავლეს საკუთარი თავის ამოცნობაში, ინტერესებისა და ტალანტის კონკრეტული მიმართულებით განვითარებაში ეხმარება. სწორედ ამ მიზნით, მაღალ კლასებში მაპროფილებელი საგნებიც შეირჩევა. ქართულ-ამერიკული სკოლის პრინციპის გათვალისწინებით, მუდმივი ინტეგრაცია არსებობს უცხოეთის საგანმანათლებლო სფეროსა და მათ წარმომადგენლებთან. ჩვენს ანგარიშზე არაერთი დაძმობილებული ევროპული სკოლა ირიცხება. ეს ფაქტი, გაცვლითი პროგრამების დახმარებით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას, მუდმივ ძიებასა და სწრაფ ზრდას განსაზღვრავს. მოკავშირეები ჩვენი კიდევ ერთი ძლიერი მხარეა, მათი ნაწილი უკვე წლებია „პროგრესის“ პარტნიორია, ზოგთანაც ახალი, ეფექტური კავშირი დგება. მრავალწლიანი თანამშრომლობის მაგალითი კალიფორნიის საშუალო სკოლაცაა. მისი პედაგოგი, შტატის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, კევინ ტერნი ის ადამიანია, ვინც ონლაინპლატფორმისა და უშუალო სტუმრობის საშუალებით, „პროგრესს“ ყველა საჭირო მასალით, ვიდეოგაკვეთილებით, სკოლის ბიბლიოთეკის უამრავი წიგნით ამარაგებს.
https://i.postimg.cc/QdNgJv7B/nino-chikvashvili.jpg
ბრაიტონის საერთაშორისო სკოლასთან 10-წლიანი თანამშრომლობა კი ყოველწლიურად „პროგრესელებთან“ სტუმრობას გულისხმობს და შერეულ პროგრამას ითვალისწინებს: ეს არის ინგლისური ენის ინტენსიური გაკვეთილები და სხვა საგნობრივი დისციპლინების კურსი ბრიტანელ მოსწავლეებთან ერთად. რაც შეეხება პარტნიორობას მიუნსტერის უნივერსიტეტთან, მათთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პედაგოგიკის კურსდამთავრებულები ჩამოდიან სკოლა „პროგრესის“ ყველა ფილიალში და ინტეგრირებულ გაკვეთილებს ატარებენ ჩვენს პედაგოგებთან ერთად. სკოლა „პროგრესი“ ასევე მუდმივად იწვევს საქართველოში მომსახურე განათლების ექსპერტებს და ზოგადად, განათლების დარგის ლიდერებს. მათი მოწვევის ძირითადი მიზანია პედაგოგებისთვის სემინარების, ვორკშოფების, მასტერკლასების ან უბრალოდ, სამუშაო შეხვედრების ჩატარება, რაც განაპირობებს ჩვენი, როგორც პროფესიონალების კომპეტენციების, პროფესიულ განვითარებას, ზრდას, და მთლიანობაში, სასკოლო თემის მეტ წარმატებას. უცხო ენები სკოლის ძლიერი იარაღია. ინგლისურთან ერთად, გაძლიერებული რეჟიმით ისწავლება გერმანული, ესპანური და რუსული ენებიც. ფორმალური განათლების სასარგებლოდ უამრავი ითქმის, თუმცა არაფორმალური განათლების სიკეთეებთან სკოლის პოლიტიკა დაარსებისთანავე ჰარმონიულადაა შერწყმული. ჩვენი წარმატება ისაა, რომ მასწავლებელი და მოსწავლე ერთად, ერთ პლატფორმაზე არიან და ერთობლივად შრომობენ საერთო მიზნის მისაღწევად. მოსწავლეები უამრავ საერთაშორისო პროექტზეც მუშაობენ და ბედნიერი ვარ მაშინაც, როცა სკოლის საათების დასრულების შემდეგ, ვხედავ, როგორ სხედან მაგიდასთან და ჯერ კიდევ მუშაობენ. მათ უდიდესი მოტივაცია აქვთ, რადგან იციან, რომ მოუსმენენ, გვერდით დაუდგებიან, საშუალებას მისცემენ, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა პროექტში, ნებისმიერ ინიციატივაში მოსინჯონ თავი, მაღალ კლასებში საჯარო ლექციებიც ჩაატარონ, გაწევრიანდნენ მათთვის საინტერესო კონცეფციის მქონე კლუბებში (მაგ.: ახლახან შემოვიდა ინიციატივა ერთ-ერთი კლასიდან ასტროფიზიკის კლუბის დაარსების შესახებ); ამ პროცესებში სკოლა მათი მრჩეველი და უფროსი მეგობარია. მათ იციან, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოვიდნენ ჩემთან ან უბრალოდ წერილის საშუალებით დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება, სურვილები, ინტერესები. ამის მაქსიმალური სტიმულირება და წახალისება ხდება როგორც სკოლის ხელმძვანელობის, ისე ნებისმიერი საგნის პედაგოგის მხრიდან. სწავლება პრაქტიკულ კურსს ეფუძნება, რისი მორიგი მაგალითიც ჩვენს ლაბორატორიებში შემოტანილი ტექნოლოგიური სიახლეცაა. ეს მოსწავლეს საშუალებას აძლევს რეალურად ჩატარებული ცდის შედეგები ვირტუალურ სამყაროში იხილოს. ამის შესაძლებლობას ჩვენი სკოლების ლაბორატორიები სრულად იძლევა (ჩვენი ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და STEM-ტექნიკით. ასევე ტექნოლოგიებით, ინვენტარით, ლაბორატორიული მასალებითა და ბიბლიოთეკით).

როგორია ქართულ-ამერიკული სკოლა-კოლეჯის – „პროგრესის“ კურსდამთავრებული?

ჩვენი მიზანია ლიდერების გაზრდა, რომელიც საზოგადოებას, ეს საზოგადოება კი – პროგრესს ქმნის. უმთავრესია, რომ მოსწავლე წარმატებულ, შემდგარ და ბედნიერ პიროვნებად იქცეს. სწორედ ასეთი კურსდამთავრებულების გამო, „პროგრესი“ ყოველწლიურად საქართველოსა და უცხოეთის უამრავი უნივერსიტეტიდან მადლობის წერილებს იღებს. სკოლაში მოსწავლეებს double-degree system-ის 2-დიპლომიანი განათლების ბაზაზე უამრავი ისეთი სასწავლო საგნის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც მათ ზოგად უნარებს განავითარებს. დაწყებითი განათლების კლასებში „სტემის“ (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და ბიზნესგანათლების ფარგლებში, პატარა მსმენელებსაც კი აქვთ საშუალება იმისა, რომ საკუთარი იდეები, პროექტები, მათი შემეცნება, მსჯელობა და ხედვები წარმოადგინონ. სწორედ ამ მიდგომის გამო, „პროგრესი“ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში „ჯუნიორ ეჩივმენთის“ (ახალგაზრდების მიღწევათა) „საუკეთესო სკოლის“ ნომინაციაზე წარდგა. მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესში უამრავი საინტერესო კარია ღია – იქნება ეს ლეონარდო და ვინჩის სახელობის კონფერენცია, „ნასას“ სამეცნიერო შინაარსის მქონე შეხვედრები თუ სხვა. მიხარია და ვამაყობ, რომ სასკოლო განათლებაში უახლესი გამოწვევების, –როგორიცაა STEM-განათლება, ბიზნესგანათლება, სამოქალაქო განათლება, – ამ დარგების ლიდერები ვართ, და ფაქტიც სახეზეა: ჩვენი მოსწავლეები ყველა მოწინავე პროექტსა და კონკურსში ფინალისტები, გამარჯვებულები ან უბრალოდ, მონაწილეები არიან.

როგორია გუნდი, რომელიც ამ თაობას ზრდის? რა მიზნები აერთიანებთ „პროგრესის“ პედაგოგებს?
ჩვენი გუნდის მიზანია, მოსწავლეებს თანამედროვე განათლება მივცეთ და უამრავი პერსპექტივა, შესაძლებლობა გავუჩინოთ; გავზარდოთ და აღვზარდოთ პროგრესულად მოაზროვნე თაობები, ჯანსაღი და დადებითი დამოკიდებულებით, ნათელი გონებით, დამოუკიდებელი ხედვებით და მიზანსწრაფულობით. ეს შესაძლებლობა სწავლის ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს, რადგან „პროგრესში“ სწავლის საფასურიც საშუალო ფენის ნებისმიერ ოჯახზეა მორგებულია. ამაყი ვარ, რომ „პროგრესის“ პედაგოგთა გუნდი წლების განმავლობაში უცვლელი, ძლიერი ბირთვია, რაც წარმატებულ საქმიანობას განაპირობებს. ერთად ვმუშაობთ პროფესიულ განვითარებაზე და რაც მთავარია, მზად ვართ თავად ვისწავლოთ და ვასწავლოთ. „პროგრესის“ ხელმძღვანელ პირებს და მასწავლებელთა უმეტესობას საერთაშორისო კვალიფიკაცია ან ატესტაცია აქვთ გავლილი და ჩართულები არიან როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში, ფორუმებში, ვებინარებსა და პროექტებში. „პროგრესში“ მომუშავეები განათლების დარგში მსოფლიო ინტეგრაციის შესახებ ერთ აზრს ვიზიარებთ და საერთო პოლიტიკით ვხელმძღვანელობთ.

როგორი იქნება „პროგრესი“ 10 წელიწადში?
ჩვენი სკოლის თითოეული წელი არის შესაძლებლობა, დავინახოთ, რა ცვლილებები მოაქვს პროგრესულ განათლებას, ჩართულობას, ინოვაციას... „პროგრესი“ 10 წელიწადში იქნება კიდევ ერთი გამოზრდილი თაობა, კიდევ ერთი მიღწეული მიზანი, კიდევ ბევრი მოსწავლე. ისინი, უპირველესად, იქნებიან თავიანთი ერის შვილები და ასევე გლობალური წარმატებული მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სიტყვას იტყვიან და შეცვლიან.


ნანახია: 518-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანი- 'ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასისათვის' პირველი ეტაპისთვის მეორე სემესტრის დასასრულამდე ჩატარდება. სამომავლოდ კი
სტუმრები უკრაინის ქალაქ ლვოვიდან, რამდენიმე დღეა ქუთაისში იმყოფებიან. მათ შოთა მურღულიას ლვოვის ქალაქის მერის ანდრეი სადოვისგან
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.
სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

ამინდი