Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელში მეკლდეურობის აღორძინება დაიწყო

თარიღი : 8-04-2019, 18:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
ჭიათური სოფელ სვერის უნიკალურ ბუნებრივ კედლებზე მეკლდეურობის აღორძინება დაიწყო. აღნიშნული მიზნით სოფელ სვერში 7 აპრილს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ომანში, კლდეზე ცოცვის დროს ტრაგიკულად დაღუპული ექსტრემალის- ირაკლი გრამატოპულოს ხსოვნას მიეძღვნა. მეკლდეურობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებმა.

გამოვლინდნენ მეკლდეურობის შეჯიბრის გამარჯვებულები: გოგოებში: 1. სალომე მეშველიანი, 2. მარიამ კიწმარიშვილი, 3. სოფო მიმინოშვილი, ხოლო ბიჭებში: 1. გიგა ჯანხოთელი, 2. თემო სამსონაძე, 3.გიორგი ნადარეიშვილი და ლევან ცივაძე. გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად გადაეცათ მაღაზია ,,მოგზაურის“ ვაუჩერები და საცოცი დარბაზი s.k.lucky აბონიმენტები.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი სვერი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობებით ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია საქართველოში. სვერი მდებარეობს მდ. საძალიხევის აუზი (მდ. ყვირილის აუზი), 730 მეტრი ზ.დ., თემის ცენტრი (სოფლები: თვალუეთი, ცხრუკვეთი). კოორდინატები: ჩ.გ. 42.13’15’’; ა.გ. 43.18’23’’. მისასვლელი გზა: მანძილი ქ. ჭიათურამდე – 12 კმ., ქუთაისიდან – 82 კმ., თბილისიდან –192 კმ.

ღირსშესანიშნაობები: სოფელ სვერის ისტორიულ ძეგლთაგან გამორჩეულია სვერის ციხე, რომელიც მდინარე საძალისხევის პირას მდებარეობს და VII ს.-ში, არაბების შემოსევის პერიოდში, უნდა აეშენებინათ.

სოფლის ტერიტორიაზე უამრავი ბუნების ძეგლია: დევის ნამუხლი, წილთოს ღელე, დიდი ცხვირიკლდე, პატარა ცხვირიკლდე, ბორბალა, სამკლდე, გადასაბიჯარა, ტოგონიის კლდე, ზედაკალოს დაკბილული გამოფიტული კლდეები, დაგორებული უზარმაზარი ქვა. სვერის მიდამოებში წარმოდგენილია რელიეფის კარსტული ფორმები. აქ ბევრგან შეხვდებით ძაბრისმაგვარ ორმოებს, რომლებიც შემდეგ სხვა ადგილას მიწის ზედაპირზე გამოდიან. აქვე არის არაერთი კარსტული მღვიმე: კოტიასკლდის (სვერის ქვაბკარის) მღვიმე, ექვთიმესკლდის მღვიმე, კუდურებისკლდის მღვიმე, დევისმუხლის I მღვიმე, დე-ვისმუხლის II მღვიმე, დევისმუხლის III მღვიმე, დევისმუხლის IV მღვიმე, სვე-რის ჭა, დათას ჭის კარსტული სიღრუე, გამორჩეული წარმონაქმნია 2017 წელს თსუ-ს ექსპედიციის მიერ გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით აღმოჩენილი დათას კარსტული ჭა, მიწისქვეშა სიცარიელებით.


ნანახია: 1658-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სასმელი წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ღონისძიებები,'-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიცსაქართველოში სლოვაკეთის საელჩომ
კარსტული მღვიმეები უნდა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ

ამინდი