Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ველოდები, რომ მერის შუალედურ არჩევნებში 'ქართული ოცნება' მწარედ წააგებს,'- გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს

თარიღი : 8-04-2019, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე ზესტაფონის მერობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულის შესახებ გოგი წულაიამ ინფორმაცია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბრისას განაცხადა. პოლიტიკოსი დეტალების გაჟღერებას მიმდინარე კვირის ბოლოს, Topnews.com.ge-ს პრესკლუბში ჩანიშნულ ბრიფინგზე გეგმავს.

"მთლად ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს, ვფიქრობ და ალბათ კვირის ბოლომდე გავაკეთებ ბრიფინგს და განვაცხადებ. ამ არჩევნებისგან ველოდები გარდატეხას. უკვე მგონია, რომ დამთავრდა და ხალხი მზად არის მესამე ძალის მისაღებად. დასრულდა "ოცნების" ის ხრიკი, რასაც ქვია, მე თუ არა "ნაციონალი" მოვა. ველოდები, რომ ამ შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნება" მწარე წაგებას იგემებს. ვთვლი, რომ ასე თუ ისე ცნობადი ვარ, ადამიანები ნამდვილად მცემენ პატივს და მინდა, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბებას შევუწყო ხელი ამ არჩევნებში მონაწილეობით. ყველაზე ახლოს ზესტაფონია, ყველაზე მტკივნეული ჩემთვის მაინც ეს ქალაქია. ქუთაისში რომ ყოფილიყო არჩევნები, რა თქმა უნდა აქ მივიღებდი მონაწილეობას," - განმარტავს გოგი წულაია.

ცნობისთვის, მერის შუალედური არჩვნები 19 მაისსაა ჩანიშნული. 19 მაისს მერის არჩევა ზესტაფონის და ჭიათურის მოსახლეობას მოუწევს.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1879-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას თქმით, ამ ეტაპზე პარტია სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან საერთო კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პარტია "თავისუფალი საქართველო" მერობის კანდიდატს დღეს წარადგენენ.
ჭიათურის ყოფილი გამგებელი, მუნიციპალიტეტის მერობაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრის.

ამინდი