Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მოვაჭრეები მერიას მცირე ბიზნესის შევიწროვებაში ადანაშაულებენ

თარიღი : 4-04-2019, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ცენტრალური მიწისქვეშა გადასასვლელის ღამის საათებში ღიად დატოვება, ადგილზე დასაქმებულმა მოვაჭრეებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, აღნიშნულ სივრცეში მაღაზიათა ჯიხურები მინის ვიტრინებშია განთავსებული, რაც მათი გაძარცვის შესაძლებლობას ზრდის.

როგორც დასაქმებულები საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-სთან საუბარში განმარტავენ, ადრე მერიის წარმომადგენლებისგან დაპირება მიიღეს, რომ სივრცის კონტროლზე აყვანა მოხდებოდა, დაინიშნებოდა დაცვის პოლიცია და მოხდებოდა ვიდეო კამერების დამონტაჟება, თუმცა როგორც მოვაჭრეები ამბობენ, შემდგომში მერიის წარმომადგენლებმა მათთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

"გვირაბში განთავსებული სავაჭრო ცენტრი ადრე საღამოობით 7 საათის შემდეგ იკეტებოდა, ახლა კი მერიამ გახსნა, აუცილებელიაო და ღამის საათებში ღია რჩება, შესაბამისად მაღაზიები დაუცველია, ვიტრინებია და ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ჩაამსხვრიოს და მოიპაროს პროდუქცია. ადრე მერია ამბობდა, რომ ჩვენ დავიცავთო, პატრულს დავუნიშნავთ, კამერებს დავაყენებთო, მაგრამ ახლა თქვეს, რომ აღარ ითანამშრომლებენ და თვითონ უზრუნველყონ დასაქმებულებმა თავიანთ სავაჭრო ცენტრების დაცვაო. შესაბამისად, ხალხის ნახევარი წავიდა, იმიტომ რომ აქ ვერ გავჩერდებითო, როდის რას მოგვპარავენო, ბევრიც ამბობს, რომ მალე წავალთო,"-აცხადებენ მოვაჭრეები.

მოვაჭრეების აზრით, მიწისქვეშა გადასასვლელის ღიად დატოვება მიზანმიმართული ქმედებაა, რათა დასაქმებულებმა უსაფრთხოების მიზნით დატოვონ ჯიხურები. დაინტერესებულმა პირებმა კი გათავისუფლებული სივრცე პირადი ინტერესების გასატარებლად და ახალი ბიზნესისისთვის გამოიყენონ.

"რეალურად მიწისქვეშა გადასასვლელების ღიად დატოვება არ ხდება იმიტომ, რომ ქვეითთა უსაფრთხოება აინტერესებთ. დღის განმავლობაშიც იშვიათად სარგებლობს მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელებით და ღამის საათებში მითუმეტეს. ჩვენი აზრით ეს უბრალოდ ბლეფი, მიზეზი და კომერციული გათვლებია, გვაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცას აინტერესებს ეს ფართი და უნდათ ხალხი შეშინებული და გაბრაზებული წავიდეს, მიატოვონ სამუშაო ადგილები. ვიღაც არის ისეთი, ვისაც აქვს სამომავლო გეგმები და უნდა თვითონ გააკეთოს ბიზნესი," - განმარტავენ მოვაჭრეები.

მოვაჭრეების პროტესტს "ხელოვნურად შემქნილ ფონსა და გვირაბის ხელმძღვანელობის გავლენას" უწოდებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ნუგზარ ხუციბერიძის განმარტებით, აღნიშნული გვირაბი საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს, რომლის ჩაკეტვის უფლება კომერციული მიზნით ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს არ აქვთ.

"ესენი ხელოვნურად ამძიმებენ სიტუაცას, მათ უბრალოდ გვირაბის ხელმძღვანელობა აბუნტებს. 2000 წელს გაფორმებულია ხელშეკრულება შპს "გვირაბი 95"-სა და მერიას შორის, როცა მათ გადაეცათ გვირაბი. ეს არის მიწისქვეშა გადასასვლელი და უწერია ხელშეკრულებაში, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის ფუნქცია არ უნდა მოიშალოს 24 საათის განმავლობაში, უნდა იფუნქციონიროს, რადგან არის საზოგადოებრივი სივრცე. მათ დაიწყეს ამის თვითნებურად შეზღუდვა, ანუ ჩაგვიკეტეს საზოგადოებრივად სასარგებლო სივრცე, ჩვენი გაფრთხილებისა და მითითების მიუხედავად, მაინც არ გახსნეს გვირაბი," - განმარტავს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე.

მერიის ჩინოვნიკი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.comge.-სთან იმასაც ამბობს, რომ მიწისქვეშა გადასავლელის გახსნას მათ კანონი ავალდებულებთ.

"დასაქმებულები გვირაბს უდიან იჯარის ფულს, გვირაბს უწერია მათთან ხელშეკრულებაში, რომ დაცვა, განათება და სხვა საჭიროებები მან უნდა უზრუნველყოს. მაგათი ქონების დაცვა გვირაბმა უნდა აიყვანოს კონტროლზე. ის რომ ახლა მიწისქვეშა გადასასვლელმა არ იფუნქციონიროს, ეს არ მოხდება,"-აცხადებენ ქალაქის მერიაში.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 649-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ქვეითთათვის 2 მიწისქვეშა გადასასვლელი არსებობს, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული გვირაბი
ამის შესახებ სამოქაალქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წერს. მოხატვამდე მოხალისეებმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს.
ნაგავი, ფეკალური მასები, სუნი და ქუჩური გარჩევები _ აი, ეს ხდება ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში.
ამის შესახებ დღეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილზე განაცხადა.

ამინდი