Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

1.37 ლარიანი ხელფასი და 16-საათიანი სამუშაო გრაფიკი დღე-ღამეში-რა პირობებში მუშაობენ ქუთაისში მაღაზიათა ქსელებში დასაქმებულები?

თარიღი : 28-03-2019, 19:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რამდენადაა დაცული მაღაზიათა ქსელებში შრომითი უფლებები და რა პირობებში უწევთ მუშაობა ქუთაისის მაღაზიათა ქსელებში დასაქმებულებს? საკითხის გარკვევას იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge დასაქმებულებთან შეეცადა.

როგორც ირკვევა, მოთხოვნები, რაც კონკრეტული ვაკანსიის შემთხვევში დამსაქმებლებს აქვთ, რადიკალურად მაღალია იმ ანაზღაურებასთან შედარებით, რასაც დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას იხდიან. ქუთაისში მაღაზიათა ქსელებში სტუდენტები სწავლის პარალელურად ძირითადად მოლარისა და კონსულტანტის პოზიციას იკავებენ. მოლარე-კონსულტანტის საქმიანობა,კი ხშირად 24 სათიან გრაფიკში შემდეგი მოვალეობების შესრულებას მოითხოვს: მაღაზიის მოწესრიგება, კლიენტის მომსახურება, მაღაზიაში მიღებული პროდუქციის დასაწყობება და თაროებზე განთავსება, თაროებზე არსებული პროდუქციის ფასდებულების განახლება და კონტროლი, სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება, რაც როგორც წესი რამდენიმე ადამიანის ფუნქციის მხოლოდ ერთ პერსონალზე გადანაწილებას გულისხმობს.

ქუთაისის ერთ-ერთ მარკეტში, სადაც სამუშაო გრაფიკი დღე-ღამეში 16 საათია, კონსულტანტის საათობრივი ანაზღაურება ერთ ლარსა და 37 თეთრს უტოლდება, მაშინ როდესაც დამატებითი ფუნქციის შესრულება სამუშაო დღის ჩვეული ნაწილია.

„კონსულტანტი ვარ, ჩემს მოვალეობაში ერთი შეხედვით მხოლოდ კონსულტაცია შედის, თუმცა სამსახურში რამდენიმე ადამიანის ფუნქციას ვითავსებ. პოზიციით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შეესაბამება იმ საქმეს, რისი შესრულებაც რეალურად მიწევს, რადგან ხანდახან მენეჯერის საქმესაც ვაკეთებ და მოლარის მოვალეობასაც ვასრულებ, რაც ფაქტია არ მევალება, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მიწევს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მარკეტებში. დღე-ღამეში 16 საათს ვმუშაობ 8-დან 12 საათამდე, თუმცა ღამის საათებში სახლში მარკეტის ხარჯოთ დავდივარ. რთულია, მაგრამ როდესაც სხვა გზა არა გაქვს, უბრალოდ თანხმდები იმას, რასაც გთავაზობენ. რა თქმა უნდა ირღვევა ჩვენი, როგორც დასაქმებულის უფლებები. ქალის, კაცის, მენეჯერის, მოლარის, დამლაგებლის საქმეს ყველაფერს ერთდროულად რომ გააკეთებს ეგრეთ წოდებული კონსულტანტი, ანაზღაურება კი 22 ლარია დღეში," - განმარტავს თ. გ. რომელმაც სამსახურის დაკარგვის მიზეზით ვინაობის დასახელება არ ისურვა.

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც მაღაზიათა ქსელებში დასაქმებული ახალგაზრდები აწყდებიან "დანაკლისების" პერსონალის ანაზღაურებიდან გადაფარვის უკვე ტრადიციად ქცეული მეთოდია, რომლის გაპროტესტების შემთხვევაში თანამშრომელი სამუშაო პოზიციას კარგავს.

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ მაღაზიაში დანაკლისი აღრიცხვების შემდეგ პერსონალზე ნაწილდება და ჩვენ გვიწევს იმ პროდუქციის ღირებულების გადახდა, რომელიც იკარგება ან რომელსაც იპარავენ."

topnews.com.ge-ს შემდეგი რესპონდენტი თვლის, რომ გაუმართლა, რადგან თვეში 15 სამუშაო დღე აქვს, დღეში კი 13 სამუშაო საათი, რისთვისაც თვის ბოლოს ხელფასის სახით 440 ლარს იღებს.

„კონსულტანტობა დროებითი სამსახურია მანამ, სანამ საკუთარი პროფესიით შევძლებ დასაქმებას. "სუფთა სახლის“ ერთ-ერთ ფილიალში ვმუშაობ კონსულტანტად. სანამ ხელშეკრულებას მოვაწერდი ხელს, მანამდე დეტალურად გავეცანი თითოეულ მოთხოვნას და ისე მივიღე გადაწყვეტილება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რამე ზედმეტს მაკეთებინებენ და ჩემს უფლებებს უხეშად არღვევენ. მიუხედავად ამისა, არც ისეთი მარტივია ეს სამსახური და არც ისეთი რთული, რომ მუშაობა ვერ შეძლო. ორი დღე ვმუშაობ 9 სთ-დან ღამის 10 სთ-მდე. თვეში 15 დღე გამოდის და საქართველოს, მითუმეტეს ქუთაისის პირობებში ანაზღაურება დაბალი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, უფრო მეტიც შეიძლება, მაგრამ სხვებთან შედარებაც არ შეიძლება რადგან, თითქმის ყველგან სასაცილო ხელფასებია, რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო პირობებზე," - განმარტავს მარიამ გახოკიძე.

ამბობს, რომ ვაკანსიების ძებნისას ხშირად შეხვედრია სამსახური, სადაც სტაჟირების ხანგრძლივობა საკმარისზე მეტია, რაც თავის მხრივ დამსაქმებელისთვის მომგებიანი პოზიციაა. საბანკო სივრცეში დასაქმება სცადა, თუმცა როგორც აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც რეგულაციები გამკაცრდა, დასაქმებულთა ანაზღაურებამ მკვეთრად იკლო.

"ადრე რამდენიმე ადგილას ვიყავი გასაუბრებაზე და ისეთი პირობები და ხელფასები ჰქონდათ, სათქმელადაც კი არ ღირს. ერთ ადგილას სამი თვით მუშაობა შემომთავაზეს ანაზღაურების გარეშე. ბანკში განვადების მენეჯერის პოზიციაზე 200 ლარამდეც არ იყო ფიქსირებული ხელფასი. ჰქონდათ ბონუსური სქემაც, მაგრამ ამ პერიოდში, როდესაც გაართულეს სესხისა და განვადების დამტკიცება, ძალიან რთულია, რომ გეგმა შეასრულო და თვის ბოლოს ბონუსი დაგემატოს. ამიტომ 170 ლარი ხელფასი, თვიდან თვემდე მგონი მართლა სასაცილოა მითუმეტეს, რომ ორშაბათიდან შაბათის ჩავთვლით გიწევს მუშაობა," - ამბობს მარიამი.

ცნობისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 14-ე მუხლის მიხედვით, რაც სამუშაო დროის ხანგრძლივობას განსაზღვრავს, ნათქვამია, რომ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს.

ესმერალდა კუპრაძე




ნანახია: 776-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაური იყო ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე თურქულ საწარმოში.
როგორც გაფიცული მუშები განმარტავენ, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომებიც.
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
კვლევამ ასევე გამოავლინა არანორმირებული, ზეგანაკვეთური შრომის პრობლემაც, რაც ამგვარი წესით არ ანაზღაურდება.

ამინდი