Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოსა და ლეჩხუმის სოფლების ტერიტორიაზე ჰესების კასკადის მშენებლობა იწყება-სახელმწიფომ მშენებელ კომპანიას თანხმობა მისცა

თარიღი : 27-03-2019, 11:30 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამინისტროსა და "ნამახვანი ჰესი"-ს ინვესტორთა შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში,“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ გააკეთა.
როგორც თურმავა აღნიშნავს „ნამახვან ჰესის“ პროექტი გარემოსდაცვითი სტანდარტების უმკაცრესი დაცვით განხორციელდება.

„ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ნამახვან ჰესის“ ინვესტორებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, „ნამახვანის ჰესების კასკადი“ რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ხელისუფლების მიერ რეგიონების განვითარების დაპირების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა "ტვიშჰესის" და "ნამახვანჰესის" ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. მათი განმარტებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, წყლით დაფარვა და დატბორვა ემუქრება ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 16 სოფელს. ასევე, მოსალოდნელია არარეალური მასშტაბების ეკოლოგიური კატასტროფა. ლეჩხუმისა და წყალტუბოს სოფლების ტერიტორიაზე ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში, სადაც პროექტის მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა ჯგუფი აქვთ შექმნილი.

"ხვამლის მთის ძირში არსებული მღვიმეები შეუსწავლელია და გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, შესაძლოა კატასტროფა ქუთაისსაც შეეხოს. კომპანია აპირებს მღვიმეების ბეტონით ამოვსებას, რაც არავინ იცის თუ რა შედეგებს მოიტანს. პროექტში ხორციელდება 750 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და არავის აინტერესებს თუ რა შედეგებს მოუტანს ეს მოსახლეობას, გარემოს და რაც მგავარია, ნადგურდება საგანძური, რომლისნაირიც საქართველოს ძალიან ცოტა შემორჩა. ხვამლის მთა, რომელსაც განადგურება ემუქრება, არის საკრალური ადგილი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი უძვირფასესი ადგილი, სადაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ ამ ტერიტორიაზე განვითარებული ცივილიზაცია ცხოვრობდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი განადგურების პირასაა."

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეები პროექტის განხორციელების შეფერხებას სწორედ იმ წინააღმდეგობით ხსნიან, რომელიც მოსახლეობამგამ ადგილზე შემსრულებელ კომპანიას გაუწია.

"კომპანიამ დაინახა, რომ ის მხარდაჭერა არ ჰქონდა, რასაც შეპირდნენ, რის იმედი ჰქონდათ და რასაც გეგმავდნენ, ამიტომ უკან დაიხია. ფაქტია, გაიყვანეს ტექნიკა და უკან დაიხიეს. მაგრამ როგორც ჩანს ქვეყანაში არსებობს გარკვეული ძალა და ადამიანები, რომლებმაც ისინი უკან დააბრუნეს და ექაჩებიან ისევ ტვიშისკენ. ვის ინტერესებშია ჰესის მშენებლობა, სად წავა ენერგია და ვინ დარჩება მოგებული, ამას თავადაც მიხვდებით. აშკარაა, რომ არსებობს ხალხის ჯგუფი ქვეყანაში, რომელიც არ თმობს ამ ყველაფერს და ესენი არ არიან უცხოელი ინვესტორები."

ცნობისთვის, „ნამახვანი ჰესების კასკადი“ იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ, კომპანია „ქლინ ენერჯი გრუფმა“ ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა და განაცხადა, რომ სახელმწიფოსთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც, ჰესების კასკადის მშენებლობაც ვერ განხორციელდებოდა. ერთი თვის შემდეგ კი ცნობილია, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამუშაოები განახლდება.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 3982-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, ხვამლის მთას განადგურება ემუქრება, რადგან კომპანია Clean Energy Group Georgia ხვამლის მთის
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების
მდინარე რიონის ხეობის მკვიდრებმა ცაგერის სოფელ ტვიშში დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ადგილობრივები სოფელში ჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.
ადგილობრივები მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ.

ამინდი