Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგების უალტერნატივო კანდიდატია,'- დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგი უპირისპირდება

თარიღი : 25-03-2019, 21:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩემს საქმეს მაქსიმალურად ვაკეთებ, ამიტომ არის, რომ ვიბრძვი და გულდაწყვეტილი ვარ. მე სკოლის და ბავშვების გარდა, არაფერი მაინტერესებს, პირადი ცხოვრება აღარ მქონია. ამდენი წლის მანძილზე, სხვის შვილებს ვასწავლიდი და ჩემს მოვალეობას 55 წელი პირნათლად ვასრულებდი,“- ამბობს პედაგოგი სონა ლომთაძე.

ქალბატონი ქუთაისის ოცდამეცამეტე საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის. 2016 წელს სამსახურიდან დაითხოვეს, საკუთარი უფლებების დასაცავად პედაგოგმა სასამართლოს მიმართა და პროცესი მოიგო კიდეც, თუმცა როგორც ლომთაძის ადვოკატი განმარტავს, სკოლის დირექტორი მარინა ისკაკოვა დღემდე არ ასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

"2016 წელს 33-ე საჯარო სკოლის დირექტორის მიერ გამოიცა ბრძანება, რომლითაც ისტორიის პედაგოგი სონა ლომთაძე გაანთავისუფლა სამსახურიდან. აღნიშნული ბრძანება სასამართლოს მიერ 2016 წლის 15 იანვარს ბათილად იქნა ცნობილი, სასამართლომ პედაგოგი აღადგინა სამსახურში 12 კვირეულ საათზე, თუმცა სკოლის დირექტორმა ის დანიშნა გაცილებით ნაკლებ, 4 კვირეულ საათზე, ამის შემდეგ მოაკლო საათი და სამ საათზე დაიყვანა. დღეის მგომარეობით სონა ლომთაძეს მხოლოდ 2 კვირეული საათი აქვს", - აცხადებს იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე topnews.com.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, სკოლის დირექციას არაერთხელ მიმართეს პედაგოგის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა 33-ე საჯარო სკოლის დირექტორი სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს, რაც როგორც იურისტი განმარტავს, მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უალტერნატივო საფუძველია.

"ჩვენ მივმართეთ დირექტორს, რომ აღედგინა პედაგოგი იმ განაკვეთზე, საათების იმავე ოდენობით, რაც სასამართლომ მას გადაუწყვიტა, თუმცა დირექტორი შეგნებულად არღვევს, არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასა და სააღმსრულებლო ფურცელს, რაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის უალტერნატივო საფუძველია,"-ამბობს იურისტი.

ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს ძალით მოთხოვნილი საათების აღდგენა მხოლოდ დროებით, არდადეგებზე მოხერხდა, რაც სასწავლო პროცესის განახლებისთანავე შემცირდა. გარდა ამისა დავის თემაა, კომპენსაციის საკითხიც.

„დირექტორს ასევე აქვს დარღვევა, პედაგოგის მიმართ ანაზღაურების საკითხებშიც. განათლების სამინისტროს კონკრეტული ბრძანების მიხედვით, პედაგოგთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით შევიდა ცვლილება, გაიზარდა პედაგოგების ხელფასი, თუმცა დირექტორი გარკვეულწილად ისევ ძველი ტარიფით აძლევდა სონა ლომთაძეს ხელფასს, რაც ასევე ცალკე დარღვევაა," - განმარტავს ადვოკატი.

პედაგოგის უფლებადამცველი სონა ლომთაძის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტებზეც საუბრობს.

"ქალბატონი სონა არის არა მხოლოდ დირექციის, არამედ დირექციასთან დაახლოებული რიგი პედაგოგების მიერ დისრიმინაციის მსხვერპლი. დირექტორი უკრძალავს პედაგოგებს სონა ლომთაძესთან ურთიერთობას, უწოდებს მას ინტრიგანს და ძალიან ბევრ შეურაცხმყოფელ სიტყვას, რაც ასევე ეთიკის ფარგლებს სცილდება, "-აცხადებს ჭელიძე.

პედაგოგი სონა ლომთაძე სამსახურის დაკარგვას საკუთარი ასაკით ხსნის, ამბობს, სწორედ ასაკზე პროოცირებით დაათმობინეს სკოლა. თუმცა დანებებას არ აპირებს.

"უსაფუძვლოდ გამანთავისუფლა დირექტორმა და მის შემდეგ ვარ დევნა-შევიწროებაში. სკოლა დუმს. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის როგორც ჩანს. 2015 წლის სექტემბრიდან ვიბრძვი,სიმართლეს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. დირექტორი დაობს, რომ თითქოს აქტივობები არ მქონია. ხელმოსაკიდი აქვს, რომ ასაკში ვარ და თითქოს ვერაფერს ვაკეთებ, ამით შეცდომაში შეყავს სამართალდამცველები, იმათაც გონიათ, რომ რადგან მოხუცი ვარ ვერ ვასწავლი ბავშვებს. მე საკმაო გამოცდილება და აქტივობები მაქვს. ამორალურობაში დამწამეს ბრალი, 80 წლის ქალს, თუმცა არ ჰყოლიათ მოწმეები და სასამართლომაც უსაფუძვლო ბრალდება ბათილად ცნო," - განმარტავს სონა ლომთაძე.

პედაგოგის და ადვოკატის ბრალდებებს 33-ე სააჯარო სკოლის დირექტორი პასუხობს. როგორც მარინა ისაკოვა აღნიშნავს, განთავისუფლების გადაწყვეტილება მასწავლებლის ეთიკის დარღვევისა და შრომითი ხელშეკრულების ვადების ამოწურვის გამო მიიღო. თუმცა როგორც ისაკოვა ამბობს, შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა და ლომთაძე ძველ პოზიციაზე აღადგინა.

"შრომით ხელშეკრულებაზე ქალბატონმა სონამ ხელი მოაწერა მხოლოდ ერთი წლის ვადით, როდესაც მე მოვედი დირექტორად. მანამდე არც ერთ დირექტორს შრომით ხელშეკრულებაზე ხელს არ უწერდა, მაშინ როცა ყველა მასწავლებელი იყო გადასული ხელშეკრულებებზე. აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებებს არ აქვთ ძალა, იმიტომ, რომ მასწავლებელი ითვლება უვადოდ მიღებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ უვადოდ არის დანიშნული და ამ ხელშეკრულებას არ მიაქცია ყურადღება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღვადგინე სონა ლომთაძე სამსახურში. მერე იყო დავა, რადგანაც კანონში არ არის არსად გაწერილი, რომ საათობრივი დატვირთვა იგივე უნდა იყოს. განთავისუფლებამდე სონას ჰქონდა სადეკრეტო საათები, სწორედ ამიტომ შეადგენდა რაოდენობრივად 12 სთ-ს. 23 აგვისტოს არ იყო სასწავლო პროცესი, მაგრამ აღმასრულებელი სამსახური ითხოვდა დაუყოვნებელ აღდგენას და ამიტომ გამოვიძახე შვებულებიდან სამსახურში და აღვადგინე მოთხოვნისამებრ. მაგრამ როგორც ცნობილია, ყოველი ახალი წლის დაწყებისას, მასწავლებლები იღებენ ახალ სამუშაო დატვირთვას, ხდება საათების გადანაწილება არსებული საათების მიხედვით. 7 სექტემბერს კათედრამ მას გადაუნაწილა მხოლოდ 2 საათი, სასამართლოს ბრაძენება არის აღსრულებული, მან მიიღო განაცდურიც. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს,“- ამბობს დირექტორი.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 4497-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გათავისუფლებული პედაგოგის უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ საქმე უკვე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა ცემის
ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი 4 წლის შვილთან ერთად შიმშილობას იწყებს.სერთიფიცირებული პედაგოგის მარინა მიქაბერიძის თქმით,
ქუთაისის #38-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლალი მილორავამ საკუთარი კოლეგების წინააღმდეგ შესაძლოა
ქუთაისის #15 საჯარო სკოლის პედაგოგი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უპირისპირდება.სერთიფიცირებული პედაგოგის მარინა მიქაბერიძის
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი მოსწავლეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო, სკოლიდან გაათავისუფლეს.

ამინდი