Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელი, სადაც მტერთან ბრძოლისას ბევრი სისხლი დაღვარეს-სოფელი მტერჩვეული რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'

თარიღი : 25-03-2019, 19:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად იმერეთის მთისწინეთში მდებარე სოფელ მტერჩვეულის შესახებ გიამბობთ.

სოფელი მტერჩვეული მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 300 მეტრი, გეოგრაფიული კოორდინატები: ჩ.გ. 42°23'9.639". ა.გ. 42°03'43.255". სოფელ მტერჩვეულს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდინარე ხევისწყლის მარჯვენა შენაკადის ჩაყოულისღელის ხეობა და სოფელი ნაწილოფეთი. სამხრეთით ესაზღვრება მდინარე ხევისწყლის ხეობა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები: მამულარი და ზემო ხეთი, აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი წიაღუბანი და მდინარე ხევისწყლის ხეობა, დასავლეთიდან ესაზღვრება სოფელი დიდი ოფეთი და ნაწილოფეთი. სოფელი ჩრდილოეთიდან-სამხრეთისაკენ, საშუალოდ 1.5 კმ_ზე ვრცელდება, ხოლო აღმოსავლეთიდან-დასავლეთიდან 2,5-3 კმ-ზე, სოფლის ტერიტორიის მაქსიმალური წერტილია, სოფლის აღმოსავლეთით მდებარე წერტილი - საზღვარი წიაღუბანთან, წყალგამყოფი სერი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 344 მ. ხოლო მინიმალური წერტილია სოფლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოფელ დიდ ოფეთან საზღვრის ახლოს, სიმაღლე ზღვის დონიდან 168 მ. სოფელ მტერჩვეულის საფოსტო ინდექსია 3914. საკადასტრო კოდი: 34.15.41. მანძილი სამტრედიიდან 19 კმ, ქუთაისიდან 49 კმ., თბილისიდან 279 კმ.

სოფელი მტერჩვეული შედის ოფეთის თემში, მანძილი საკრებულოს ცენტრამდე 2 კილომეტრია. სოფელს ადრე ერქვა სახელი ძველი ოფეთი. სოფელში დგას მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. ისტორიულად ოფეთი შედიოდა საჯავახოს მხარეში. მტერჩვეულის ტერიტორიაში შედის ასევე ყოფილი სოფელი ხართაული, რომელიც ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან. სოფელი განფენილია მდ. ხევისწყალის პატარა შენაკადის - ქვაბიფსკერას ხეობაში, აგრეთვე წყარო კიბულას მიდამოებში. ტოპონიმი ,,მტერჩოული” ორი სიტყვის ,,მტერი" და ,,ჩვეული" შერწყმით.

სოფელში არის ორი ადგილი, რომელსაც ადგილობრივები ნაისხარს (ნასისხლარი) და ლეშნარს (ლეში) უწოდებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აღნიშნულ ადგილას მტრებთან ბრძოლისას ბევრი სისხლი დაღვრილა. სოფელ მტერჩვეულში, მდ. ხევისწყლის მარჯვენა მხარეს, გურიის საზღვარზე მდებარეობს XIX საუკუნეში აგებული მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს ძლიერ იყო დაზიანებული, აღმოსავლეთ სახურავზე გამოკვეთილი იყო ქვის ცხვრის თავი. ეკლესია ნაშენი და დახურული ყოფილა მრგვალი ქვით.

ტაძრის რესტავრირება 2003 წელს დაიწყო სოფლის მკვიდრებთან ერთად ოლეგ ნიკოლეიშვილმა. ტაძრის კურთხევა მოხდა 2009 წელს. სოფელ მტერჩვეულში პირველად XIX საუკუნის ბოლოს გახსნეს ორკლასიანი სასწავლებელი. ძველი ხის სკოლის ნაცვლად ამჟამად დგას კაპიტალური სამსართულიანი შენობა,რომელიც ოფეთის საჯარო სკოლად იწოდება.
სოფელში გავრცელებული გვარებია: ნიკოლეიშვილი, ზაქრაძე, ქანთარია, ცხვარაძე, ცინცაძე, კანდელაკი, თევზაძე, ნადირაძე. საქართველოში 464 ზაქრაძე ცხოვრობს, აქედან სამტრედიის მუნიციპალიტეტში 156. მეორე მსოფლიო ომს შეეწირა 15 ზაქრაძე, მათ შორის 8 სამტრედიიდან იყო. საქართველოში ცხოვრობს 926 ცხვარაძე, აქედან სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს 259. მეორე მსოფლიო ომს შეეწირა 49 ცხვარაძე.

სოფლის მთავარი უბნებია: კიბულა-კიბეების მაგვარი ფერდობების გამო, ორთე - ამ ტერიტორიაზე ზამთრის პერიოდში (დეკემბერი-იანვარი) ორ თვეს ვერ აღწევს მზის სხივი, სოფლის ეს ტერიტორია ჩრდილში არის მოქცეული, ამიტომ ამ უბანს დაარქვეს ეს სახელწოდება ,,ორთე”. სოფლის მახლობელ ტერიტორიაზე რამდენიმე წყალსაცავში მოწყობილია სატბორე მეურნეობა და გაშენებულია სარეწაო ჯიშის თევზები. სოფელ მტერჩვეულში ცხოვრობდნენ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის (1932-1952 წწ) და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის კალისტრატე (ერისკაცობაში — კალისტრატე (ბიჭიკო) მიხეილის ძე) ცინცაძის (1866- 1952) მშობლები.


ნანახია: 1863-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ჭალოვნის ბარბაწმინდის ნატაძრალი ძლიერ მადლიან სალოცავად ითვლება. მას არასდროს მოკლებია მლოცველი, თვით ათეიზმის პერიოდშიც კი.

ამინდი