Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არავინ გვეხმარება, მიატოვა სოფელი ხალხმა, ბალახები და სარეველებია მოდებული,'- უპატრონოდ მიტოვებული სოფლები იმერეთში

თარიღი : 25-03-2019, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონის სოფლების მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებას ვერ ახერხებს. როგორც ირკვევა, სოფლებში ნაკვეთების დიდი ნაწილი არ დამუშავებულა, ამის მიზეზად კი მოსახლეობა იმ დახმარებების შეწყვეტას ასახელებს, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში სამეურნეო დანიშნულების მიწები უფასოდ მუშავდებოდა.

"არავინ გვეხმარება, მიატოვა სოფელი ხალხმა. საკუთარი რესურსებით რომ ვამუშავებდი ჰექტარ ფართობს, ახლა ნახევარსაც ვერ ვთესავ. ძვირი ჯდება, სასუქი კი ვიცით რა ჯდება, ჯერ ბუნებაც აღარ ვარგა. მოსავალიც აღარ მოდის თან რო გადაყვე. ნაკლებადაა მოსავალი. რასაც ვიწევთ, ჩვენ ძლივს გვყოფნის. ჩამოიარეს და შეწამლეს ფაროსანები, მაგრამ მაინც ბევრია, არაფერი შეცვლილა. წელს არანაირი დახმარება არ არის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ადრე გვიხნავდენ, ინვენტარიც მოაწესრიგეს, ტექნიკა გამოყვეს სოფლებისთვის, მაგრამ ახლა საერთოდ მოიხსნა ყველანაირი დახმარება, საერთოდ აღარ გვაქცევენ ყურადღებას, ის ტრაქტორებიც ტყუილად დგას, არავინ არაა რომ იქირავოს", - განმარტავს ტყიბულის რაიონის მკვიდრი მარიამ მესხორაძე.

ფასოსანას მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს სოფელ ტყაჩირის მკვიდრი. როგორც აღნიშნავს, გასულ წელს გაწეული სამუშაოები მავნებელმა მწერმა წყალში ჩაუყარა. ასევე საუბრობს სასუქების გაზრდილ ფასებზეც, რაც მეურნეთათვის კიდევ ერთი ხელშემშლელი ფაქტორია.

"რამდენჯერმე იყო დახმარება გლეხებისთვის და მაშინ ყველა სოფლის მიწა დამუშავდა. ხალხს არ აქვს იმდენი საშუალება, რომ დაამუშაოს მიწები. ამის გარდა, ძალიან ძვირი ჯდება სასუქი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შარშან ჯერ ფაროსანამ შეგვიჭამა რაც დავთესეთ, წელს იმასაც ვერ თესავს ხალხი. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან არაფერი დახმარება არ იგეგმება. იყო ადრე, პირველად რომ მოვიდა ჩვენი მთავრობა, დატრიალდა და ვაუჩერები მოგვცა, დამუშავდა ყველა ნაკვეთი, ახლა არ აქვს ხალხს ფული. რომც მოიწიოს მოსავალი, ფასი არ აქვს რომ გაყიდოს, ამიტომ ვინც მუშაობს, მხოლოდ თავის სამყოფს თესავს. ძალიან იმოქმედა ყველა ოჯახზე შეღავათების გაუქმებამ, ბევრს არ აქვს დახნული მიწები. ბალახები და სარეველებია მოდებული, მხოლოდ საქონელი ბალახობს," - განმარტავს სოფელ ტყაჩირის მკვიდრი ნანი ბირისეიშვილი.

როგორც ირკვევა, მოსახლეობას კიდევ ერთ პრობლემას გამკაცრებული საბანკო რეგულაციები უქმნის, რომლის შემოღებამ გლეხებს სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება გაურთულა.

„არაფერში გვეხმარებიან წელს. საკუთარი სახსრებით გვიჭირს თავის გატანა, ქარი ამოვარდა და დაგვიხია პარნიკები, განადგურდა მოსავალი, ბანკებში ფულს აღარ იძლევიან, ორი წელია არანაირი ხელშეწყობა არ მომხდარა, უკიდურესი მდომარეობაა სოფლებში. ამას ისიც ემატება, რომ ქურდობამ იმატა," - განმარტავს სოფელ მესხეთის მკვიდრი.

იმ დროს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება სოფლების დაცლის მიზეზით, წუხილს ტელეკამერების წინ გამოთქვამს და მოსახლეობას სოფლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რა კეთდება რეალურად მოსახლეობის დასახმარებლად? ამ კითხვით იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სახნავ-სათესი ნაკვეთების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, მხოლოდ რამდენიმეწლიანი სერვისი იყო.

"აღნიშნული პროგრამა,რომელიც უფასო ხვნა-თესვას ითვალისწინებდა, 2013 წლიდან დაიწყო და სამწლიანი იყო, მაგრამ მეოთხე წელსაც გაგრძელდა. პირველივე წლიდან იცოდა მოსახლეობამ, ამ პროექტის განხორციელების ვადები. ამის გარდა ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროექტები- დანერგე მომავალი, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტი, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა და სვადასხვა სეზონური პროექტები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ხორციელდება," - ამბობს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ჩინჩიკალაშვილი.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის პროგრამები, სოფლის განვითარების ახალი სტრატეგია, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები - სწორედ ამ საკითხებით მიდის
იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებლები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ კუთვნილი
მიწების გარეშე დარჩენილ სოფელს კი ეკონომიკის სამინისტრო იმ საძოვარსაც უყიდის, რომელსაც მოსახლეობა სოფლის პირუტყვის გამოსაკვებად
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
როგორც მინდია ქავთარაძემ აღნიშნა, მისი სურვილია, რომ დაზარალებულთა დახმარებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
სიმინდსა და ლობიოს უკვე არნახული ფასი ადევს, მარაგი იანვარში ამოიწურება.

ამინდი