Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ უნდა მივირთვათ საჭმელი მაქსიმალურად ნელა

თარიღი : 24-03-2019, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას ანიჭებს. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელები სიმაძღრის გრძნობას უფრო სწრაფად განიცდიან და ზოგადად ნაკლებს ჭამენ. ეს ფენომენი შემდეგნაირად აიხსნება - ტვინს საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სიგნალის მისაღებად დრო სჭირდება. შუალედი დაახლოებით 20-30 წუთს შეადგენს. შესაბამისად, თუ ადამიანი ყველაფერს 5 წუთის განმავლობაში მიირთმევს, ტვინი უბრალოდ ვერ შეძლებს მომხდარის გაცნობიერებას.

მეცნიერები გვირჩევენ 10-მდე დავითვალოთ საკვების შემდეგი ულუფის პირში ჩადებამდე. „ჭკვიანი ჩანგალიც“ კი შეიმუშავეს, რომელიც აფასებდა ადამიანის ჭამის სიჩქარეს. დიდი სიჩქარის შემთხვევაში ჩანგალი ვიბრაციასა და ციმციმს იწყებდა.

სპეციალისტები ასევე გვირჩევენ უარი ვთქვათ დიდ თეფშებზე. მათ გამო ტვინი არაადეკვატურად აფასებს ულუფის ზომას და იზრდება ნაყროვანების რისკი. პატარა თეფშზე საკვები უფრო კარგად დაგვანაყრებს, რადგანაც ტვინი ფიქრობს, რომ მეტი კალორია მიიღო. ასევე მოერიდეთ საკვების დამატებას. ჭამის დროს ადამიანი უნდა ფოკუსირდეს თავად პროცესზე და არა ტელევიზორზე ან კითხვაზე.


ნანახია: 466-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ ცივ წყალს ჭამის პროცესში მიირთმევთ, გასუქების საფრთხე ორჯერ გაიზრდება.
მთავარია, შეინარჩუნოთ დღიური (ყოველკვირეული) კალორიების რაოდენობა და არ გადააჭარბოთ მას.
თურმე, იმისათვის რომ ტვინი ბედნიერებისკენ განვაწყოთ, ცხოვრებით ტკბობა და ყველა დღით გახარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა,
ექსპერიმენტის საფუძველზე სპეციალისტები გვირჩევენ ბოსტნეული ზეითუნის ზეთში შევწვათ და უარი ვთქვათ ხარშვაზე.
ადამიანი შერბის სამზარეულოში, გადააბიჯებს ზღურბლს და ჩერდება – აღარ ახსოვს რისთვის შევიდა, რატომ მირბოდა, რა სჭირდება იქ!
სპეციალისტების რჩევები.

ამინდი