Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ გვიჩნდება ბევრის ყიდვის სურვილი და რა 'ფანდს' გვიწყობენ დახლებზე

თარიღი : 24-03-2019, 11:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჰიპერმოხმარების გზა აშშ-ში 1930-იან წლებში, პირველი სუპერმარკეტებიდან იწყება. 1937 წელს ოკლაჰომაში, მაღაზიის მფლობელმა სილვან გოლდმანმა ლითონის ბორბლებიანი კალათა გამოიგონა. მყიდველისთვის ის მოსახერხებელი იყო, ხოლო ბიზნესმენებისთვის მომგებიანი - ადამიანები ორჯერ მეტ პროდუქტს იღებდნენ. ამის შემდეგ გაყიდვების ტექნოლოგიამ ნამდვილი ევოლუცია გაიარა.

დასაწყისისთვის ეს უბრალო „მაღაზიის“ ფანდები იყო: გარკვეულ თაროებზე პროდუქციის განთავსება, აქციები, ღია რეკლამა. პარალელურად გამოჩნდა რთული სტრატეგიები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანმა შეიყვაროს პროდუქტი და იყიდოს რაც შეიძლება მეტი რაოდენობით.

ყველაზე კარგად მომხმარებლამდე სარეკლამო ინფორმაცია დადის. ხოლო იმას, რასაც გაზეთებში, ჟურნალებში წერენ და ტელევიზიით გადაცემებში ჰყვებიან ამ პროდუქტებზე, მომხმარებელი როგორც წესი, ფილტრავს. რეკლამირებული პროდუქტი ხდება ჯანმრთელობისა და წარმატების სინონიმი, იწვევს საჭირო ემოციებს, ამიტომ სულ უფრო მეტის შეძენის სურვილს ბადებს.

გაყიდვების ტექნოლოგიები ყოველწლიურად რთულდება და მასში გარკვევა არც თუ ისე მარტივია.

გაითვალისწინეთ:

· საქონელი თაროებზე ისეა განთავსებული, რომ მომხმარებელმა ყველაზე ძვირადღირებული აირჩიოს. ხშირად ყველაზე ძვირი პროდუქტი თვალის დონეზეა განთავსებული. ჩვენ ვიღებთ მათ ისე, რომ არც კი ვადარებთ სხვებს.

· პირველ რიგში თაროზე დებენ მოკლე ვარგისიანობის ვადის პროდუქტს. ახალ პროდუქტს ათავსებენ ზემოთ ან ქვემოთ;

· აქციებით შეიძლება მოტყუებული დარჩეთ. შეიძლება დაიხარჯოთ ვადაგასულ ან თქვენთვის უსარგებლო პროდუქტებზე.

· სალარო გასასვლელი კი არა, სახიფათო ადგილია, იქ დამატებითაა განლაგებული საქონელი. რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ, ახლა ინერციით ჩააგდეთ კალათაში. რიგში დგომისას, ყველაფერი რომ არ შეისყიდოთ, დაფიქრდით რას და როგორ მოამზადებთ ლამაზად შეფუთული პროდუქტებისგან.

mkurnali.ge


ნანახია: 525-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აგრარულ ბაზრებში სოფლის რძისა და რძის პროდუქტების ყიდვა მომხმარებელს უჭირს.
თევზის სახეობა პანგასიუსი ქართულ ბაზრისთვის კარგად არის ნაცნობი.
შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ალერგია – ეს იმდავაადებათა მცირე ჩამონათვალია, რომლთაგამომწვევ მიზეზად გენმოდიფიცირებული საკვები

ამინდი