Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელი ბაღდათში, სადაც მოსახლეობის ნაწილი ათეული წლებია წყალს ნატრობს, ნაწილთან კი ტალახიანი წყალი მიდის

თარიღი : 22-03-2019, 20:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მოსახლეობა წყალს ნატრობს. უკვე რამდენიმე ათეულია წელია, რაც მოსახლეობა სასმელ წყალს ყიდულობს, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის საჭირო წყლის შესაგროვებლად წვიმას ელოდება.

საჭმლის გასაკეთებლად და სასმელად წყალს ვყიდულობთ. როცა წვიმა მოდის, წვიმის წყალს ვაგროვებთ და ვანაწილებთ. ხშირად ვერც სარეცხის დარეცხვას და ვერც დაბანას ვახერხებთ. ზაფხულში განსაკუთრებით გვიჭირს. სოფელში წყლის სისტემა გაკეთდა, მაგრამ წყალი მაინც არ მაქვს. ყველა ხელისუფლება გვპირდება წყალს, მაგრამ 40 წელი მაინც იქნება ასეთ გაჭირვებულ დღეში ვართ,“-ამბობს სოფელ ფერსათის მკვიდრი იზოლდა კბილაშვილი.

სოფელ ფერსათში წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით 486 770 ლარი დაიხარჯა. როგორც ირკვევა, სოფელში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც წყალი მიეწოდებათ, სხვა პრობლემა გააჩნიათ. მოსახლეობა მის გამოყენებას იმ მიზეზის გამო ვერ ახერხებს, რომ წყალი ტალახიანია.

„მოსახლეობის ნაწილს წყალი არ აქვს, ნაწილთან კი ტალახიანი წყალი მოდის. გვაინტერესებს, რა მოხდა დარაში დაიხარჯა თანხა. ანტიკორუფციული სააგენტო სწავლობს საკითხს და მათ რეაგირებას ველოდებით. წყალში ტალახი და მწერები რომ გამოჩნდა, ბაღდათის მერის პირველი მოადგილე მოვიყვანეთ, რომელმაც დაგვამშვიდა, რომ თუ წყალს ასეთი რამ მოყვება, ესე იგი ის სუფთაა და არ უნდა შეგეშინდეთო,“- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში კი მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ პროექტის მიმდინარეობისას პრობლემები წარმოიქმნა, რისი გამოსწორებაც 2019 წლის ბიუჯეტით იგეგმება.


ნანახია: 1083-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ.
ზესტაფონში ვისაც საშუალება აქვს სასმელ წყალს ყიდულობს, ვისაც არა წვიმას ელოდება.
მოსახლეობა განმარტავს, რომ ვისაც ფული აქვს, წყალს ყიდულობს, ხოლო ვისაც წყლის ყიდვა არ შეუძლია, წვიმას ელოდება.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან წვიმას ელოდებიან ან კიდევ წყალი

ამინდი