Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბანკმა ერთხელ დაფარული ვალი მეორედ გადამახდევინა,'- ბაღდათში მოქალაქეები 'კრედო ბანკს' უჩივიან

თარიღი : 21-03-2019, 19:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათში მოქალაქეები „კრედო ბანკს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სამართალდამცავებს მიმართავენ. "კრედო ბანკს" ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოშიც უჩივლეს. ბანკის წინააღმდეგ სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი საქართველოს" ზედამხედველობის ჯგუფმა შეიტანა.

"ეს პირველი და უკანასკნელი არ არის, როდესაც საბანკო სექტორი ცდება ყოველგვარ კანონს, თაღლითური სქემით ძარცვავენ ხალხს და აშანტაჟებენ, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგებით სრულდება. ამ ხრივ კი სახელმწიფო ორგანოები ვერ ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად. ჩვენს ორგანიზაციას მომართა რამდენიმე დაზარალებულმა. ასევე მიმდინარეობს დამოუკიდებელი მოკვლევა შესაბამისი ორგანოების ჩართულობით, რამეთუ დაადგინონ დაზარალებულსა და ბანკს შორის მყოფ შუამდგომ პირებზე, რომლებიც ნაცნობობით, ახლობლობითა და მსგავსი ქმედებებით სთავაზობენ და აიძულებენ მოქალაქეებს სესხის აღებას არნიშნული ქმედება იქნება მკაცრად აღკვეთილი.

ერთ-ერთი დაზარალებული ლამზირა პაპუაშვილი ყვება, რომ ბანკმა ერთხელ გადახდილი ვალის თავიდან გადახდა მოსთხოვა და თანხა იძულებით შეატანინა.

"ვალი გამოტანილი მქონდა და გადავიხადე. თურქეთში ვიყავი, როდესაც ბანკის წარმომადგენელი ჩემს მეუღლესთან მივიდა და უთხრა ვალი ჰქონდა გადასახდელი და თუ არ გადაიხდიდა, ხელფასს ვეღარ აიღებდა. ფული გადაგვახდევინეს, თუმცა არ ვიცით ეს თანხა რისთვის გადავიხადეთ,"- ამბობს ლამზირა პაპუაშვილი.

ბანკთან პრეტენზია აქვს კიდევ ერთ მოქალაქეს. ლამარა კაპანაძეს, რომლის მეუღლე ავარიის შედეგად დაშავდა და სიკვდილს ებრძვის, ფინანსურმა ორგანიზაციამ მეუღლის ფინანსური ვალდებულება მას მოტყუებით გადააწერა და ვალი გაუზარდა. ქალბატონი იმასაც ამბობს, რომ ის ე.წ. შავ სიაში მყოფია და ბანკს რეგულაციების თანახმად, მასზე სესხი არ უნდა გაეფორმებინა.

"ბანკმა მითხრა, რომ დოკუმენტზე ხელი მომეწერა და რომ დამეხმარებონენ თანხის გადახდაში. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლის ვალი მე გადმომაწერეს და თან თანხა გაზარდეს,"-ამბობს ლამარა კაპანაძე.

„კრედო ბანკი“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდდ, დუმილს არ აპირებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ბანკს უკანონობაში ადანაშაულებენ.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მინდიაშვილების შვიდსულიანი ოჯახი შესაძლო ღია ცის ქვეშ დარჩეს
ირაკლი ჩიგოგიძე სახელმწიფო ორგანოებს მიმართავს და მათ ბანკების შანტაჟის პოლიტიკით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.
აქციაზე ბანკებისგან დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ხელისუფლებას საბანკო სისტემის გაჯანსაღებისაკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბანკების 2017 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.
'თავისუფალი საქართელო'-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
ნუგზარ გოგიძე, რომელიც ქუთაისში პარლამენტთან მყოფ დაზარალებულ მოქალაქეებს უკვე შეხვდა, აცხადებს, რომ კერძო საინვესტიციო ფონდიდან

ამინდი