Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კლინიკა ბომონდში' ექოსკოპიურ კვლევებს იმ აპარატით ჩაატარებენ, რომელიც საქართველოში ერთადერთია და უმაღლესი ხარისხის ექოსკოპიას აკეთებს

თარიღი : 21-03-2019, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული „კლინიკა ბომონდი“ პაციენტებს ულტრაბგერით კვლევებს უახლესი აპარატურით ჩაუტარებს. Voluson E10 BT18-ის აპარატურა ერთადერთია საქართველოში, რომელიც უმაღლესი ხარისხის ექოსკოპიას აკეთებს.

მაღალტექნოლოგიური კვლევები „კლინიკა ბომონდში“ დღეს მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ. ამგვარად კლინიკამ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით მუდმივად გვერდით დგომას დაპირდა.

პროფესორი მამუკა მიქაძე, რომელიც მაღალტექნოლოგიურ კვლევებს უძღვებოდა, ამბობს, რომ ისეთი დაძაბული რეჟიმის მქონე ადამიანები, როგორიც ჟურნალისტები არიან, ჯანმრთელობის კუთხით ყურადღებას საჭიროებენ.

„კლინიკა ბომონდი“ აგრძელებს პაციენტებისათვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის ტრადიციას. კლინიკამ აღნიშნული მიზნით შეიძინა აპარატურა, რომელიც საქართველოში ერთადერთია და რომლის შედეგების ხარისხსა და სანდოობაზე კითხვის ნიშბები არ ისმის. დღეს სიმბოლურად დავპატიჟეთ ჟურნალისტები, რადგან „კლინიკა ბომონდი“-სათვის მედია ძვირფასია და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში ვიმეგობროთ თქვენთან,“- ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი მამუკა მიქაძე.

„კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლინიკაა. კლინიკა 2001 წელს, გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ დააარსა. „კლინიკა ბომონდი" მრავალპროფილიანი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

„კლინიკა ბომონდი“ პაციენტების სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

ქალთა კონსულტაცია; პოლიკლინიკა; რადიოლოგია; EMERGENCY-გადაუდებელი მედიცინა; ინტენსიური თერაპია; ქირურგია; პედიატრია; მეანობა-გინეკოლოგია; ოფთალმოლოგია.


ნანახია: 350-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კლინიკის მედიკოსები სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში ადგილზე მოახდენენ მოქალაქეთა გასინჯვას და მათთვის კონსულტაციის გაწევას.
აქციის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, როგორიცაა: მუცლის ღრუს ექოსკოპია,
პროგრამა მიმდინარე წლის პირველი მაისიდან იწყება.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 'კლინიკა ბომონდი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო
კლინიკა 'ბომონდი' მაღალი ხარისხის სამედიცინო აღჭურვილობით უსასყიდლოდ ჩაატარებს სამედიცინო გამოკვლევებს აღნიშნული ააიპების

ამინდი