Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნება, რომელმაც ქუთაისში მცხოვრებ შშმ პირებს დასაქმების შანსი მისცა

თარიღი : 21-03-2019, 00:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ორწლიანი ფიქრის შემდეგ, ქუთაისში, პირველი სოციალური საწარმოს შექმნის იდეა სისრულეში მოვიდა. „ფარშევანგში“ ქვილინგის ტექნიკით ხელნაკეთი ნივთების შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირების სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის დაიწყეს, ნელ-ნელა განვითარდნენ და ახლა უკვე მათი პროდუქციის ხილვა ქუთაისის გარდა, თბილისსა და ბათუმშიც არის შესაძლებელი.

"საწარმო 2014 წელს დაარსდა, იდეა 2012 წელს გაჩნდა, მაგრამ ეს ფუნქციონირებდა მოხალისეობრივი და საინიციატივო ჯგუფის სახით. საწარმოს მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირების სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნა და მათი დასაქმება. ჩვენი პროდუქცია იყიდება ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. გვაქვს სურვილი რომ მრავალფეროვანი გავხადოთ პროდუქცია და საზღვარგარეთ მოვახერხოთ რეალიზება,"-ამბობს სოციალური საწარმო "ფარშევანგი"-ს ხელმძღვანელი ფერიდე ლორია.

საწარმოს ხელმძღვანელი ქვილინგის ტექნოლოგიაზე საუბრობს.

"ქვილინგის ტექნიკით ვქმნით ხელნაკეთ ნივთებს, როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორატიული კლიენტებისათვის. ეს არის ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნება, როდესაც ქაღალდის გრძელი და ვიწრო ზოლებისაგან იხვევა როლები, ხოლო შემდეგ ამ როლებს ეძლევა სხვადასხვა ფორმა. იქმნება პატარა დეტალები, რომლისგანაც შემდგომ სხვადასხვა კომპოზიციები მზადდება,"-ამბობს ფერიდე ლორია.

როგორც ირკევა, ქვილინგის ტექნიკით აქსესუარებისა და ბარათების მომზადება ესთეტიური სიამოვნების გარდა, საჭირო უნარჩვევების გამომუშავებასაც უწყობს ხელს.
„ესთეტიური სიამოვნების გარდა, ქვილინგს დადებითი თვისებები აქვს. ჩვენი საწარმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრში მდებარეობს, აღსაზრდელები ჩართულები არიან ბარათების წარმოების პროცესში. სწავლობენ ქვილინგის ტექნიკას, ეს მათთვის ერთგვარი თერაპიაა. ქვილინგის ტექნიკა ხელს უწობს წვრილი მოტორიკის განვითარებას. გარდა ამისა, სხვადასხვა უნარებს აძლიერებს. კერძოდ, ხელს უწყობს ერთ ადგილზე ჯფომისა და ნებისყოფის უნარის გამომუშავებას, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ქვილინგით ბარათების დამზადების პროცესში ჩაგვერთო სწორედ დღის ცენტრის აღსაზრდელები, რომლებიც სიხარულით აკეთებენ ამას,"-ამბობს სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი.

მისალოცი ბარათები და მოსაწვევები, ბროშები, ბრელოკები, წიგნის სანიშნები, სურთის ჩარჩოები, სხვადასხვა კომპოზიციებში შესრულებული პანოები, სხვადასხვა ქსოვილისაგან შეკერილი განმავითარებელი სახელმძღვანელოები, მაგნიტებიანი აქსესუერები მცირე ჩამონათვალია იმ ხელნაკეთი ნივთების, რომელსაც სოციალურ საწარმოში ამზადებენ.
როგორც სოციალური საწარმოს ხელმძღვანელი განმარტავს, ქვილინგის შესწავლის მსურველებს ადგილზე უტარდებათ გაკვეთილები, წარმატებული მოსწავლეები კი "ფარშევანგში" საქმდებიან.

"საქართველოში ქვილინგის ტექნიკით მხოლოდ "ფარშევანგი" ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე 15-მდე ადამიანი მუშაობს საწარმოში, აქედან 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ადგილზე ვასწავლით ქვილინგის ტექნიკა და აქვე ვასაქმებთ წარჩინებულ მოსწავლეებს. ხელსაქმის ნიჭი და ხედვები მუშაობისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია, რომელსაც მოწყვლადი ჯგუფები წარმატებით ართმევენ თავს. ჩვენთვის პრიორიტეტია ინტეგრაცია და საზოგადოებაში არსებული სტიგმების გადალახვა. თავდაპირველად ძალიან რთული იყო ადამიანების ჩაბმა ამ პროცესში, თუმცა ინიციატივა შშმ პირები გამოირჩევიან ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მონდომებით. ამიტომ მათი დამსახურებაც არის, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს. ძალიან მშრომელები არიან, ქვილინგი ცოტა სპეციფიური სამუშაოა, ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს, შეიძლება ადამიანს სურილი ჰქონდეს, მაგრამ არ გამოუვიდეს, ამ საქმეს სხვანაირი ხელი სჭირდება, ხელსაქმის ნიჭი. ჩვენ გვყავს ხელოვანი ხალხი, რომელთაც თავიანთი ხედვები და იდეები აქვთ. დღეის მონაცემებით 40-მდე შშმ პირი გადავამზადეთ, წარმატებულები კი საწარმოში დასაქმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ მათ მუშაობა სახლიდანაც შეუძლიათ. მიაქვთ სახლში დაჭრილი მასალები, იქვე ამზადებენ და აქ მოაქვთ შესაფუთად,"-ამბობს ფერიდე ლორია.

ფერიდე ლორია იმ მხარდაჭერაზეც საუბრობს, რომელსაც სოციალური საწარმო ადგილობრივი თვითმმართველობისგან იღებს.

„ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა ძალიან ჩართულია, თანამშრომლობს ჩვენთან და დღესასწაულებზე ყოველთვის გვიკვეთავს პროდუქციას. ჩვენც ვცდილობთ მრავალფეროვანი ნაკეთობები მივაწოდოთ. „გვირილობის“ დღესასწაულზე ბროშების გარდა, სხვადასვა სახის ნივთები გვქონდა შექმნილი ამ თემატიკით. ვცდილობთ ხშირად განვაახლოთ პროდუქცია. ყოველ სამ თვეში ახალი იდეებით ვცვლით, რათა მრავალფეროვანი და მომხმარებლის გემოვნებაზე იყოს მორგებული,“-ამბობს ფერიდე ლორია.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 703-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობის ორი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნამუშევრების
ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში ქალაქის საკრებულოს დეპუტატების მიერ გაწეულ ქველმოქმედებაზე საუბრობენ.
კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული
აქციის მიზანს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაცია და აღნიშნულ საქმეში
ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობით/დასაქმების ხელშეწყობით და მათი რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოში

ამინდი