Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რამდენად პოპულარულია შიდა ტურიზმი იმერეთში და რამდენად ხიბლავთ სახიფათო მარშუტები მოლაშქრეებს?

თარიღი : 19-03-2019, 20:27 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული მოლაშქრეთა კლუბი "მთანი მაღალნი" ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანაში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა. კლუბი 2015 წელს დაარსდა, თავდაპირველად მხოლოდ მომლოცველთა ჯგუფით კომპლექტდებოდა. წლებთან ერთად გაფართოვდა და სალოცავებს რთული სალაშქრო მარშრუტები დაემატა.

როგორც მოლაშქრეთა კლუბის ერთ-ერთი კოორდინატორი შალვა ხუციძე აღნიშნავს, დღეისთვის ტურებს ლაშქრობასთან ერთად კულტურულ-შემეცნებითი ხასიათი აქვს.

„დღეისთვის ჩვენი კლუბი პილიგრიმულ ტურებთან ერთად მოიცავს სალაშქრო, პიკნიკ და სხვაგვარ ტურებს. ასევე ვაწყობთ პოეზიის საღამოებს და ვმონაწილეობთ საქველმოქმედო ღონიზძიებებში,“- ამბობს ხუციძე.

„მოლაშქრეთა კლუბის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ შიდატურიზმზე დაინტერესება ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე, არ წყდება. ამბობს, რომ ლაშქრობისას ხშირად გაუკვალავ მარშრუტებზე სიარული და ახალი გზების ძიება უწევთ. რთულ და მიუვალ რელიეფებზე რუკის გარეშე ლაშქრობა საშიშ თავგადასავლებს ქმნის.

"ჩვენს სამშობლოს იდენა პოტენციალი აქვს შიდა ტურიზმში, რომ გინდა-არგინდა ამ კუთხით რაღაც მაინც კეთდება, ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად ეწყობა ქვეყანაში, თუმცა ძალიან ნელი ტემბით. ბოლოს რაც გავიგე კარგი ამბავი, ის იყო, რომ 2019 წლის ნოემბერში ასფალტის გზის გაყვანა დასრულდება ხვამლზ, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უამრავ ადამიანს მიეცემა საშუალება დატკბეს მისი მისტიურობით. ასევე ყურადღება მისაქცევია ახალ-ახალი ბილიკები. რუკებს რაც შეეხება, დამაკმაყოფილებელია. უბრალოდ ვისურვებდი, მოლაშქრეთათვის დამატებით იზრუნონ და გამოუშვან ისეთი, რომელსაც მოლაშქრეები გამოიყენებენ მთის ნებისმიერ მწვერვალზე. აქვე ერთ ამბავს გავიხსენებ: 2013 წლის ავგვისტოში პატარა ბორბალოს უღელტეხილზე ლაშქრობისას სწორედ ტურისტულმა რუკამ გადაგვიწყვიტა სწორი მიმართულება,“- ამბობს შალვა ხუციძე.

მოლაშქრის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დათვალიერების გარდა, ვიზიტორებს ექსტრემალურ სპორტის სახეობებშიც შეუძლიათ მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები.

"იმერეთი ჩემთან ასოცირდება კულტურულ ძეგლებთან და მღვიმეებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა სახის ლოკაციები არ გვაქვს. იმერეთში ასევე ვითარდება მეკლდეურობა, ჯომარდობა, კანიონინგი და სხვა ექსტრემალური სახეობები."

შალვა ხუციძე იმ ექსპედიციებზსა და ექსტრემალურ მარშუტებზეც საუბრობს, რომლებმაც კლუბის წევრებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს.

"ჩვენი კლუბის 4 წევრი გავემართეთ 2018 წლის შემოდგომაზე ხვამლის მასივზე. ექსპედიციის მიზანი იყო აღმოგვეჩინა ახალი, ყველასათვის უცნობი გზა. აღმოჩენილი ბილიკიც (უფრო ნაბილიკარი) იმდენად ექსტრემალური იყო, რომ ჯგუფის წაყვანას ვერ ვითავებდით მომავალში. გადავწყვიტეთ გავყოლოდით უცნობ ბილიკს, რომელიც სადღაც უღრან ტყეში დასრულდა და მოგვიწია ჩვენი ორიენტაციით გადაადგილება. პერიოდულად გაუვალი ტყე-ღრე გვხდებოდა და ხანაც გვირილებით მოფენილი მინდორ-ველი. საწყისი წერტილი იყო სოფელი ოყურეში, ცხენიწყლის ხეობა. დასასრული კი სოფელი ქორენიში, რიონის ხეობა,"-ამბობს მოლაშქრე.

გამოცდილი მოლაშქრე დამწყებებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ასევე, გვიზიარებს იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალს, რომელიც ლაშქრობის განუყოფელი ნაწილია.

"ზოგადად დამწყები მოლაშქრეთათვის აქილევსის ქუსლია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. როცა იწყებენ ლაშქრობას, ამ კომპონენტს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ გამოცდილება გვანახებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ლაშქრობისას სწორედაც რომ უსაფრთხოებაა. სამწუხაროდ დღეს 100%-ით რომ დაიცვა მთაში ჯგუფის უსაფრთხოება, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა (თოკი, კარაბინი, რაციები...),მაგრამ მიუხედავად ამისა, უნდა ვეცადოთ არსეული საშუალებებით მაქსიმალური გავაკეთოთ. თუკი ადამიანი გადაწყვეტს დაიწყოს ლაშქრობა, ამისათვის ოთხი აუცილებელი ატრიბუტია საჭირო: ქვესშაგები (პარალონი), საძილე ტომარა (სპალნიკი), ზურგჩანთა და კარავი. აგრეთვე არის დამატებითი ატრიბუტები: თავის ფანარი, სალაშქრო ჯოხები, კარვის ფანრები, გაზის ბალონი, მაჩეტე. ზამთრის სეზონი კიდევ დამატებით ატრიბუტებს ითვალისწინებს: თოვლზე სასიარულო (სნეგასტოპები), ნიღაბი, სალაშქრო სათვალე და სხვა“.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 696-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სალაშქრო სეზონის გახსნაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქვე მოლაშქრე კლუბებს შორის შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ქუთაისის
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკები ოფიციალურად გაიშალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერცია ავრცელებს.
კლუბი, რომლის მიზანს ახალგაზრდა თაობებში მეკლდეურობისა და ალპინიზმის პროპაგანდა, ექსტრემალური, სამთო და სამოგზაურო ტურების

ამინდი