Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აზიური ფაროსანას ნაცვლად განადგურებული ფუტკარი-მეფუტკრეები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ მიყენებულ ზარალს ახლაც ითვლიან

თარიღი : 18-03-2019, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფერმერები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული „სადამსჯელო ღონისძიებებით“ მიყენებული ზარალის შედეგებს ჯერ კიდევ იმკიან.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. უკვე წლებია სახელმწიფო მწერის განადგურებას ქიმიური პრეპარატების გამოყენებით ცდილობს, მავნებლის გავრცელების კერები და საკარმიდამო ნაკვეთები თერმული ნისლის ტექნოლოგიით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება, თუმცა შეწამვლითი სამუშაოების მიუხედავად, მწერის პოპულაცია ძველებურად მზარდია. მეფუტკრეები კი ზარალს ითვლიან.

მეფუტკრე ბექა ლაჭყებიანი იმ დანაკარგზე საუბრობს, რომელიც სოფლის მეურნეობის ამ დარგს შხამქიმიკატებმა და კოორდინატორთა გაუფრთხილებლობამ შეუქმნა.

"50 ოჯახიდან მხოლოდ ოთხის შენარჩუნება მოვახერხე. ფუტკარი იშვიათად ტოვებს სახლს, ამ შემთხვევაში გაუსაძლისმა პირობებმა გამოიწვია მათი გაქრობა. ჩემი დაკვირვებით, ეს წამალი ზავდება "სალიარკასთან" ერთად იმისთვის, რომ არ გაიფანტოს წამალი და კარგად დაჯდეს გარემოში. სამწამლავისგან და საწვავისგან დაბინძურდა გარემო, ფუტკრებმა ვერ გაუძლო ამ დაბინძურებას. როგორც კი შეიწამლა, ფუტკარმა დატოვა სივრცე. ზოგი ამბობს, რომ ამ წამალმა გამოიწვია სკლეროზი და ფუტკარი ვეღარ აგნებს სახლს. მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა, 50 ოჯახიდან ორი და სამი რომ გრჩება, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ წამალმა კი არ მოწამლა და დაწყდა, უბრალოდ წავიდნენ,"-ამბობს მეფუტკრე.

ბექა ლაჭყებიანის მსგავსად, ანალოგიური პრობლემა აქვთ სოფელ ტვიშის სხვა მეფუტკრეებსაც. მეფუტკრეების თქმით, მეზობელ სოფელში, სადაც შეწამვლა მოსახლეობის პროტესტის გამო არ მოხდა, მეფუტკრეებს არც დანაკარგი მიუღიათ.

„მოსახლეობას „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ჰქონდათ გაკეთებული სოფლის მეურნეობა, თუმცა ირგვლივ ყველა მეფუტკრეს თითქმის სრულიად გაუნადგურდა ოჯახები. მე არ ვამბობ, რომ წამალი არ უნდა გაშვებულიყო, უბრალოდ წინასწარ უნდა მომხდარიყო ჩვენი გაფრთხილება და ვიზრუნებდით ფუტკრების გადაყვანაზე. ეს იყო იმ ადამიანთა შეცდომა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პრეპარატის გაშვებაში. გაუფრთხილებლობით დავზარალდით. ხომ შეიძლებოდა სამი დღით ადრე მაინც მომხდარიყო ჩვენი გაფრთილება. მოვარიდებდით მონაკვეთს. ვინც წინააღმდეგობა გაუწია და ჩხუბით დაიცვა პერიმეტრი და არ შეუშვა თავის უბანზე შემწამვლელები, საერთოდ არ ჰქონია დანაკარგი,“- აცხადებენ მეფუტკრეები.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge აღნიშნულ საკითხზე სოფელ ტვიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ზაზა ჩაკვეტაძე განმარტავს, რომ შეწამვლის გრაფიკი წინასწარ არც მათთვის იყო ცნობილი, რის გამოც წინასწარ ვერ მოხერხდა მეფუტკრეების გაფრთხილება. ასევე აღნიშნავს იმას, რომ მათი ინფორმაციით აღნიშნული შეწამვლები ფუტკრისთვის საზიანო არ უნდა ყოფილიყო.

"ჩვენ ვიცნობთ მეფუტკრეებს, ვიცოდით ვის სად ჰყავდა ფუტკარი, იმ მიდამოებში შეძლებისდაგვარად შევეცადეთ რომ მოვრიდებოდით, გამოგვეტოვებინა 50-100 მეტრიანი ზოლი. რაც შეეხება სამი დღით ადრე გაფრთხილებას, მართლაც არ გაგვიფრთხილებია, რადგან სამი დღით ადრე ჩვენთვისაც არ ყოფილა ცნობილი გრაფიკი. ხმა ვისაც მივაწვდინეთ, გავაგებინეთ. რეკომენდაცია იყო, რომ ფუტკარს ეს არ ავნებდა. მეც მეუტკრე ვარ, ჩემი ტერიტორიაც შეიწამლა და განადგურდა. გამორიცხვით არ გამოვრიცხავთ, რომ შხამქიმიკატების ბრალია ფუტკრების გაქრობა, სპეციალისტებიც ვერ ამბობენ დანამდვილებით გამომწვევ მიზეზებს. ლეჩხუმში, ცაგერის რაიონში ყველგან მოხდა შეწამვლა და დამუშავება, მაგრამ სოფელ ტვიშში რატომღაც უფრო მეტად განადგურდა ფუტკარი, ვიდრე სხვა სოფლებში, "-ამბობს ჩაკვეტაძე.

მავნე მწერთან საბრძოლველად სახელმწიფო მიმდინარე წელს 25 მილიონს დახარჯავს. მეფუტკრეები კი იმედოვნებენ, რომ ფაროსანას მაგივრად, სახელმწიფო მათ დარჩენილ მეურნეობას მაინც არ გაუნადგურებს.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 1301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლებს ფუტკარი ეწირება.
შეწამვლითი სამუშაოების დაწყებამდე 24 საათით ადრე, წინასწარ ეცნობება სოფლის მოსახლეობას. სამუშაოები ვანში 30 აპრილს დაიწყება და
მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის- ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს.

ამინდი