Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მომხმარებელი ათობით წელია შენი ერთგული, მოგყვება და გენდობა,'- ესთეტიკური ცენტრი ქუთაისში, სადაც ყველა ოცნება სრულდება

თარიღი : 14-03-2019, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
“აქ ყველა ოცნება სრულდება,“- უკვე 23 წელია, რაც ესთეტიკური ცენტრი "ელიზიუმი" მომხმარებელს ამგვარი სლოგანით სურვილების ახდენაში ეხმარება.

აქ კარგად იციან, რომ „თქვენი წარმატება თქვენი სილამაზეა“ და მუდმივი წარმატებისთვის "ელიზიუმი'' მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს მრავალფეროვან სერვისს-სტილისტურ მომსახურეობას, მანიკიურ-პედიკიურს, ვიზაჟს, მასაჟსა და სამედიცინო პედიკიურ-მანიკიურს. გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაცია და ბიოპროდუქტები ათწლეულების მანძილზე განსაზღვრავს მომხმარებელთა ერთგულებას.

"ესთეტიკური ცენტრი „ელიზიუმი“ ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა როგორც ბრენდი. „ელიზიუმის“ დამფუძნებლები ელისო ჯიშკარიანი და ჟანა ჩაჩავა რეგიონის წამყვანი დერმატოკოსმეტოლოგები და სტილისტები არიან. ბაზარზე 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მაღალხარისხიანი მომსახურეობა განაპირობებს მომხმარებელთა ერთგულებას. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მომხმარებელი ათობით წელია შენი ერთგული, მოგყვება და გენდობა. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ არასოდეს ვატყუებთ მათ, ვთავაზობთ ზუსტად იმას, რაც თავად სურთ,“ - განმარტავს „ელიზიუმის“ მენეჯერი ლელა ჯიშკარიანი.

"ელიზიუმში" მომხმარებლებს სამედიცინო მომსახურებას და ფრჩხილის მოვლის ინოვაციურ საშუალებებს სთავაზობენ, რომლის ანალოგიც ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობს. პროცედურებს რეგიონის წამყვანი ექიმი-სპეციალისტები ატარებენ.

"ელიზიუმი" ესპანურ ბრენდ "Tahe"-ს ოფიციალური, ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ტარდება. წამყვანი სპეციალისტი და საერთაშორისო ტრენერი ნათია ჩაჩავა ყოველთვის ჩართულია იმაში, რომ თითოეულ სტილისტს და მომხმარებელს მიაწოდოს სიახლე და გააცნოს საერთაშორისო სტანდარტები. ბიოპროდუქცია დაცულია იმ ქიმიური დანამატებით, რომელიცაა კოლორანტები, სილიკონები, პარაბინები და სხვა. გარდა ამისა, აღნიშნული პროდუქცია რეკომენდირებული და სასარგებლოა ბავშვებისთვისაც,“- ამბობს ლელა ჯიშკარიანი.

ესთეტიკურ ცენტრში იზოლირებულია დერმატოკოსმეტოლოგის კაბინეტი, რათა მომხმარებელმა კომფორტულ გარემოში მიიღოს მაღალხარისხიანი მომსახურეობა.

„კვალიფიკაციური პერსონალი და მრავალფეროვანი არჩევანი მნიშნველოვნად ზრდის დაინტერესებას "ელიზიუმისადმი". ყოველთვის მზად ვართ ფეხი ავუწყოთ გამოწვევას და მივყვეთ იმ ტრენდებს, რაც მნიშვნელოვანია ბაზარზე. სწორედ ამიტომ, ყოველ ექვს თვეში ჩვენი გუნდი მიემზავრება საზღვარგარეთ, რათა გავიაროთ გადამზადების კურსები და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია. ხშირი გასვლები გვაქვს როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე ამერიკაში. "ელიზიუმში ყველა ოცნება სრულდება!"-ეს არის ჩვენი სლოგანი და ამ კურსს უკვე ათეული წლებია უცვლელად და წარმატებით მივყვებით,“- ამბობს ლელა ჯიშკარიანი.

ცნობისთვის, ესთეტიკური ცენტრი „ელიზიუმი“ 2018 წლის საუკეთესო ცენტრად დასახელდა „წლის კომპანიებისა და ადამიანების დაჯილდოვების“ ღონისძიებაზე. ღონისძიება „ტოპნიუსი“-ს პიარჯგუფის ორგანიზებით, რესტორან „ამირანში“ გაიმართა.


ნანახია: 395-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'შალინ'-ის დირექტორი ვერა ბედინაშვილი 10 წელია ამ სფეროში მუშაობს და როგორც თავად ამბობს, საქმე მაშინ დაიწყო, როცა კოსმეტოლოგია
კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, მათი პროდუქცია ფსორიაზის, აკნეს, დერმატიტის, ეგზემისა და ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება.
კომპანია 'ექსტრა მითში' წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

ამინდი