Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქალების სათქმელი,'- ქალები, რომლებმაც 'არაქალურ' სფეროში წარმატებას მიაღწიეს, თავიანთ ისტორიებს საზოგადოებას გააცნობენ

თარიღი : 14-03-2019, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
„ქალების სათქმელი“, -ასეთია იმ ღონისძიების სახელწოდება, რომელიც 15 მარტს, 15 საათზე, USAID-ის ქუთაისის ოფისში გაიმართება.

9 ქალი და 2 მამაკაცი პირად მაგალითებს მოყვება. ისინი ისაუბრებენ მათ წინაშე მდგომ გამოწვევებზე, რომელზეც სახელმწიფო და სხვა ინსტიტუტები კომპლექსურად უნდა მუშაობდნენ. ყურადღება გამახვილდება იმაზე, რა როლი შეუძლიათ შეასრულონ ქალების ღირსების აღდგენის და გაძლიერების პროცესში თავად ქალებმა.

ღონისძიება "ქალების სათქმელი" აერთიანებს ქალებს, რომლებმაც "არაქალურად" მიჩნეულ სფეროებსა და პროფესიებში წარმატებებს მიაღწიეს; ქალებს, რომლებსაც თავის დამკვიდრებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში, წინააღმდეგობრივად განწყობილი ტრადიციებით და სტერეოტიპებით სავსე გარემოში უხდებოდათ ბრძოლა; ქალები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური სტატუსის პირობებში მუდმივი დაბრკოლებების გადალახვის პროცესში არიან.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ქალების ღირსების და თავისუფლების განმტკიცებას, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას, ქალთა შესაძლებლობებისა და საჭიროებების წარმოჩენას, პირადი ისტორიებითა და სათქმელით სხვა ქალებისთვის სტიმულის მიცემას.

ღონისძიებას გახსნის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

ქალთა პანელს წარმოადგენენ შემდეგი მომხსენებლები: ლია უკლება - მხატვარი / სამოქალაქო აქტივისტი; ნინო თვალთვაძე - იურისტი, ქუთაისის მერის მოადგილე; ანა ლეჟავა - მორაგბ;ე სოფო ბასილაძე - აქტივისტი; ნინო უჩაძე - ტყვიის მსროლელი, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ააიპ-ის მმართველის მრჩეველი; თამარ ხაჭაპურიძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეული, უფროსი სპეციალისტი; ანა ფაჩუაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომელი; მაია სიმონიძე - სს სამკერვალო კომპანია “იმერი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი.

ღონისძიებას დახურავს მამუკა გაჩეჩილაძე - “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ექსპერტი გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ღონისძიება "ქალების სათქმელი" გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ტარდება. საბჭო პერმანენტულად მართავს მსგავსი ტიპის ღონსიძიებებს, რომლებიც ემსახურება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდას, სტერეოტიპების მსხვრევას, ქალების გააქტიურებასა და მათი გაძლიერებისთვის საჭირო პროცესების ხელშეწყობას.


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა უახლოეს თვეებში დამტკიცდება.
გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018 წლის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიაზე იმუშავა.

ამინდი