Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კორპუსები ქუთაისში, რომელთაც კანალიზაციის დაზიანებულ სისტემებს ქალაქის მერია გაურემონტებს

თარიღი : 14-03-2019, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კანალიზაციის დაზიანებულ სისტემებს რეაბილიტაციას ქალაქის მერია ჩაუტარებს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის მიზნით, შესაბამისი ტენდერი მერიამ დღეს გამოაცხადა. რეაბილიტაციის ღირებულებას, რაც 47 286 ლარს შეადგენს, სრულად ქუთაისის მერია დაფარავს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია შემდეგ ობიექტებს ჩაუტარდება: ბუხაიძის ქუჩა N4, ავტომშენებლის ქუჩა N18, თაბუკაშვილის ქუჩა N197, ნიკეას ქუჩა N6ა, თაბუკაშვილის ქუჩა N14, ხუნდაძის ქუჩა N 51ა, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა N65, ხუნდაძის ქუჩა N55, ხუნდაძის ქუჩა N57, ახალგაზრდობის ქუჩა N100ა, თაბუკაშვილის ქუჩა N24, ბუკიას ქუჩა N5ა, 26 მაისის ქუჩა N2/ხარება, ავტომშენებლის ქუჩა N27, ბუხაიძის მე-2 მკრ N17 და გუგუნავას ქუჩა 15/2.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 22 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარულ დღეს მოიცავს.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიდგენთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელთაც შეუწყდებათ წყლის მიწოდება მიმდინარე წლის 8 მაისს ქ. ქუთაისში სარეაბილიტაციო
კახიანაურის, საფიჩხიისა და ქალაქ–მუზეუმის ტერიტორიულ ერთეულებში არსებულ ქუჩებს წყალი 16:00 საათამდე ექნებათ
ქუჩის დაკეტვის მიზეზად წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოები სახელდება.
მიმდინარე სამუშაოების გამო, თამარ მეფის ქუჩა მიმდინარე თვის ბოლომდე თამარ მეფის ქუჩა გადაკეტილი იქნება.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება

ამინდი