Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკის დღესასწაულს ქუთაისშიც შეუერთდნენ-სკოლა 'პროგრესი' მათემატიკის ფესტივალს მასპინძლობს

თარიღი : 14-03-2019, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ მათემატიკის ფესტივალს მასპინძლობს.

ფესტივალი საქართველოში მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის " ორგანიზებით უკვე მეოთხე წელია ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სკოლები იღებენ, რომლებიც მათემატიკის თემაზე შექმნილ პროექტებს წარმოადგენენ. ფესტივალის თარიღი მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკის დღესასწაულს, π რიცხვის დღეს ემთხვევა, რომელიც მესამე თვის 14 რიცხვში აღინიშნება.

"ოლიმპიადა "ევერესტის" ორგანიზებით, უკვე მეოთხე წელია ტარდება მათემატიკის ფესტივალი საქართველოში. წელს გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისში ჩაგვეტარებინა, რადგან დიდი იყო დაინტერესება. ქუთაისიდან თბილისში ჩამოდიოდნენ მოსწავლეები ამ ღონისძიებისათვის. მათემატიკის ფესტივალი ემთხვევა პი-ს საერთაშორისო დღეს. π არის 3,14 და ზუსტად აღინიშნება მესამე თვის 14 რიცხვში,"-ანმარტავს ოლიმპიადა ''ევერესტის'' ხელმძღვანელი თამარ ტყეშელაშვილი.

ცნობისთვის, პირველად ეს დღე 1987 წელს სან-ფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 467-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი რეგიონებში ბავშვების წასახალისებლად ტარდება.
ორგანიზატორების თქმით, მათემატიკური ოლიმპიადა 'სოსელო' ყოველწლიურად გაიმართება და უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს.
იგი ყოველწლიურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ემთხვევა და ამაღლებამდე გრძელდება.
მოსწავლეების პროტესტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ტესტები, რომლებიც მათ დღეს დაურიგდათ, იმ ტესტების ანალოგი იყო, რომელიც გუშინ,
ქუთაისის ჯორჯ ბალანჩინის სახელობის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 2017 წელს დაფუძნდა ქუთაისის კულტურის და ტრადიციების
5 მოსწავლის მგზავრობა + 1 მოსწავლის საორგანიზაციო შესატანი ქუთაისის მერიამ სრულად დააფინანსა.

ამინდი