Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პარლამენტის დატოვების მოთხოვნით ქუთაისში გაკრული პლაკატები დაზიანებულია

თარიღი : 14-03-2019, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი მოძრაობის- „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ მიერ ქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული პოსტერები განადგურებულია, ნაწილზე კი სარეკლამო შინაარსის განცხადებებია გადაკრული.

პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილი იყო იმ აქცია-პერფომანსის, რომელიც 12 მარტს, 13 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართა. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, პოსტერების დაზიანება მიზანმიმართულად ხორციელდება.

"იმდენად მიზანმიმართულია პოსტერების ჩამოხევა, რომ ეს შესაბამისი სტრუქტურების გაკეთებული მგონია. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ სოციალური ქსელების მეშვეობით. მხოლოდ დადებითი მუხტი გამოიწვია ამ მიმართულებამ. სამომავლოდ ბევრი სხვა პოსტერი იქნება ამ მოწოდებით, ყველა პოსტერს ვერ ჩამოხსნიან." - განმარტავს ეკა ფხაკაძე.

შეგახსენებთ, ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 346-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხელოვანები 12 მარტს, 13 საათზე, ქალაქი ცენტრალურ ბულვარში თავიანთი ნამუშევრებით შეიკრიბებიან და ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს
სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ამინდი