Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნებას და ახალგაზრდების მერიაში დასაქმებას ითხოვს

თარიღი : 14-03-2019, 11:36 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავა იმ ინიციატივებზე საუბრობს, რომლითაც ის ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს.

ინიციატივებს შორისაა სკოლებში რელიგიის სწავლების შემოღება და ახალგაზრდების ქუთაისის მერიაში დასაქმება.

"ფრაქციის სხდომებს ვატარებთ თვეში ერთხელ და განვიხილავთ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებს. მოსახლეობის მოთხოვნის საუძველზე მივმართეთ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, 790 ხელმოწერა შეაგროვა მოსახლეობამ. მათი მოთხოვნა იყო სკოლებში რელიგიის სწავლების დაბრუნება. იმის გამო, რომ სკოლებში ბავშვების ურთიერთშეკამათებამ და მწვავე გარჩევებმა მიიღო კატასტროფული მდგომარეობა, არის მკვლელობები და დაჭრა, ინიციატივაა, შემოვიღოთ რელიგიის სწავლება. ასევე, გვსურს, რომ მერიამ დაასაქმოს ის ახალგაზრდები, რომლებსაც სამუშააო გამოცდილების არარსებობის გამო, სამსახურზე უარს ეუბნებიან,"-ამბობს ნანა კოსტავა.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში 5 ფრაქცია ფუნქციონირებს, საიდანაც 4 ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის.


ნანახია: 406-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხზე ჯერ ქუთაისის საკრებულოს ფრაქციებში, ხოლო შემდეგ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.
მმართველი ძალის წარმომადგენელმა უკვე განცხადებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს თამაზ მარგველაშვილს
ძლიერმა სკოლამ ქუთაისის საჯარო სკოლებში პრობლემები შექმნა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ამინდი