Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პალოს' გარჭობა რომ შველოდეს მოძველებულ ქსელს, აქამდე ავყვავდებოდით,'-ქუთაისში მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებს

თარიღი : 13-03-2019, 19:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩის 61 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები დახმარებას ითხოვენ.

როგორც კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრი ლია მღვდელაძე განმარტავს, მათი საცხოვრებლის საერთო სარდაფში უკვე თვეზე მეტია წყალი დგება. შედეგად პრობლემა ექმნება პირველი სართულის მაცხოვრებლებს. სამომავლოდ კი პრობლემის წინაშე მთელი კორპუსი დადგება, რადგან თუ საკითხი დროულად არ მოგვარდა, ბინას საძირკველი უბრალოდ გამოეცლება.

"თვეზე მეტია ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მუხლამდე დგას წყალი სარდაფში და კაცი არაა პატრონი. იყვნენ მოსულები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის წარმომადგენლები და ვითომ გაააკეთეს, მაგრამ რა, „პალოს“ გარჭობა რომ შველოდეს ამ მოძველებულ ქსელს, აქამდე ავყვავდებოდით. პრობლემა პრობლემად დარჩა და სახლი თავზე გვენგრევა,“-ამბობს ლია მღვდელაძე.

პრობლემას წარმოადგენს ასევე წყლის მთავარი მაგისტრალური ჭაც, რომელიც წყლითაა სავსე. აქ სასმელი წყლის ერთმანეთზე გადაბმული მილები გადის, რაც მისი დაბინძურების საფრთხეს ქმნის.

მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ გაერთიენული წყალმომარგების კომპანიაში აცხადებენ, რომ საკითხს შესწავლა სჭირდება, თუმცა რა დრო დასჭირდებათ, ვადას ამ ეტაპზე ვერ ასახელებენ.


ნანახია: 372-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით მოსახლეობა გელათის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბა და გზა გადაკეტა.
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
ყვითელი შეფერილობის მატლებიანი წყალი ქუთაისში, ანჯაფარიძის 19 ნომერში მაცხოვრებლებისათვის ჩვეული მოვლენაა.
ქუთაისში, ზურაბ ანჯაფარიძის 19 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინადრები წყალმომარაგების კომპანის მხრიდან უსამართლობაზე
მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან წვიმას ელოდებიან ან კიდევ წყალი

ამინდი