Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 13-03-2019, 16:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გადასასვლელთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს ქუთაისის მერიასთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გუგუნავას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე, უხვი ნალექის დროს წყალი დგებოდა და გადაადგილების დროს მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნიდა.

"აღნიშნული ტერიტორია უხვი ნალექის დროს ყოველთვის იტბორებოდა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, რათა დროულად მოხდეს პრობლემის მოგვარება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 223-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სპეციალური სერვისები' ქუთაისში სხვადასხვა სახის სამუშაოს ასრულებს.

ამინდი