Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში სკვერების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია სამუშაოებს 18 მარტიდან იწყებს

თარიღი : 13-03-2019, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში შექმნილი სკვერების ინვენტარიზაციის კომისია 18 მარტიდან საველე სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოში ქონების/სკვერების ინვენტარიზაციის კომისიის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს.

კომისიის თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას თქმით იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი იყოს ეფექტური, შემუშავდა კომისიის მოქმედების ფორმატი, სამუშაო გეგმისა და სკვერების აღწერის მეთოდოლოგია.

"კომისიის შეხვედრაზე ჩამოვაყალიბეთ სამუშაო მცირე ჯგუფები. აღნიშნულ ჯგუფებში გადანაწილდა კომისიაში მყოფი მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად შეისწავლიან მათ სამაჟორიტარო ოლქში არსებული სკვერების ფაქტობრივ მდგომარეობას. ამ პრინციპით დარწმუნებული ვიქნებით, რომ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკვერის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება შესწავლილი. ის მაჟორიტარები, რომლებიც კომისიაში არ არიან, თავისი მხრივ იქნებიან ჩართულები და მიიღებენ პროცესში მონაწილეობას. კერძოდ, კომისიის არა წევრი მაჟორიტარები კომისიის თავჯდომარესთან, მოადგილესთან და სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესსს გაუწევენ ინსპექტირებას. 18 მარტიდან დაიწყება ადგილზე ჯგუფების გასვლა და სკვერების შესწავლა," - განცხადა ირაკლი შენგელიამ.

დღესვე კომისიამ შეხვედრაზე მოქალაქეების მიერ შემოტანილი 2 განცხადება განიხილა, რომელიც ეკონომიკური განვითარების ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ იქნა კომისიაში გადაგზავნილი. აღნიშნულ განცხადებებს კომისია შეისწავლის და განცხადებაზე საჭირო რეაგირებას რეკომენდაციების სახით ქალაქის მერს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში ქონების/სკვერების ინვენტარიზაციის კომისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა 21 თებერვალს ჩაატარა. კომისია 16 წევრისგან დაკომპლექტდა და მისი შემადგენლობა ქუთაისის მერის მიერ განისაზღვრა. კომისიის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიაა. კომისიის წევრები როგორც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ასევე, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებია.

კომისია ყველა რეგისტრირებული სკვერის ფაქტობრივ მდგომარეობას შეისწავლის და 2019 წლის დეკემბრამდე თვითმმართველობას სკვერებთან დაკავშირებით სრული სურათი ექნება.


ნანახია: 142-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი