Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენთან სტუმარი თავს ისე გრძნობს, როგორ საკუთარ სახლში,'- რესტორანი 'ამირანი', რომელიც 13 წელია სარესტორნო ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებს

თარიღი : 12-03-2019, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
მეცამეტე წელია, რაც რესტორანი „ამირანი“ მომხმარებელს სტაბილურად მაღალი ხარისხის მომსახურეობით, გემრიელი კერძებითა და კომფორტული გარემოთი ხიბლავს. ყველა აღნიშნული პარამეტრით მომხმარებლის მოხიბლვა ადვილი სათქმელია, თუმცა ძნელი განსახორციელებელი. მას კი, რაც პრაქტიკაში რთულად განსახორციელებელი ჩანს, წარმატებით ართმევს თავს „ამირანის“ გუნდი.

„რეტორანი „ამირანი“ ეს მოწესრიგებული სისტემის მქონე ობიექტია, სადაც ყველამ ზუსტად იცის თავისი მოვალეობები. ყოველი დღე წინა დღის გაანალიზებით იწყება. ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებთ სტუმრის შეფასებებ, ვითვალისწინებთ ბაზრის მოთხოვნებს და საკუთარ თავზე ყოველდღიური მუშაობით ვიხვეწებით. ალბათ, მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ სტუმრის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკეთესები ვიყოთ. სისტემატიურად ვამოწმებთ კერძების გემოვნურ თვისებებსა და პროდუქტის სიჯანსაღეს. ალბათ მომხმარებელს ჩვენში სწორედ ეს სტაბილურობა მოსწონს. ჩვენ არა მხოლოდ ვმასპინძლობთ სტუმარს, არამედ მომსახურების მაღალი დონით ვუქმნით თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით,“- ამბობს რესტორან „ამირანის“ გენერალური მენეჯერი ია გამეზარდაშვილი.

რესტორანი „ამირანი“ სტუმრებს სთავაზობს მუდმივად გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო გარემოს. სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დარბაზით. სტუმრის განკარგულებაშია ცენტრალური, კლასიკური დარბაზი, აზიური დარბაზი, ოქროს დარბაზი, ინდივიდუალური (კუპე). რესტორანი ხშირად მასპინძლობს საქორწინო ღონისძიებებს. განსაკუთრებულ, სადღესასწაულო და უნიკალურ გარემოს ქმნის თითოეული სტუმრისათვის.

„რესტორან „ამირანის“ მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიონალი გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის რესტორანი მუდმივად ზრუნავს. მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი. ისეთი, როგორსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს,“-ამბობს ია გამეზარდაშვილი.

დახვეწილი სერვისი, განსაკუთრებული გარემო, მუსიკალური პროგრამა და უგემრიელესი სამზარეულო იმ ერთობლიობას ქმნის, რაც რესტორნის სტუმრებს არასოდეს ავიწყდებათ.
რესტორან „ამირანში“ დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და უზრუნველყოფილია ჰიგიენური ნორმები.

შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ რესტორანი „ამირანი“ 2018 წლის საუკეთესო რესტორნად და სარესტორნო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად დასახელდა „წლის კომპანიებისა და ადამიანების დაჯილდოვების“ ღონისძიებაზე.

„ყველა სტუმარი თავის მხრივ განუმეორებელი და უნიკალურია. რესტორანი „ამირანი“ ყველას ინდივიდუაურად ემსახურება და მათ წინაშე გრძნობს მასპინძლის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას.სამომავლოდ ასევე ბევრ საინტერესო და კარგ სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებლებს! სარესტორნო ბიზნესი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენც ვცდილობთ მის განვითარებასა და დახვეწაში წვლილი შევიტანოთ. ამიტომ, მუდმივად სიახლის ძიებაში ვართ,“-ამბობს ია გამეზარდაშვილი.

რესტორან „ამირანთან“ დასაკავშირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ საკონტაქტო ინფორმაცია: 0431-21-43-32 (+995) 555 27 25 26 E mail:restaurant.amirani@gmail.com.


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ ბარ-რესტორნებისა და რესტორნების საახალწლო პროგრამას:
ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.

ამინდი