Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია, მკერდში კი რძე გამიშრა და ჩვილიც მშიერია,"- ვანში დედა-შვილი შიმშილისგან შესაძლოა გარდაიცვალოს

თარიღი : 11-03-2019, 23:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საჭმელს კვირაში ორჯერ ვჭამთ, შესაბამისად მკერდში რძეც არ მაქვს და ჩვილი ბავშვი ჩემთან ერთად არის მშიერი,"- ეს ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხესულორში მცხოვრები ბიბილაშვილების ოჯახის ყოველდღიურობაა.

ოჯახი რამდენიმე კვადრატ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელსაც კარი და ფანჯარა არ აქვს.

"ორი დღეა საჭმელი არ მიჭამია. საკვებს, რომ ვერ ვიღებ რძეც გამიშრა და ბავშვიც მშიერი მყავს. სახლი თავზე გვემხობა. არც ფანჯარა აქვს ამ ქოხს და არც კარი. ჩვენ ცხოვრებას არსებობა უფრო ჰქვია. ღმერთო რატომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე, თუ ასეთი უბედური უნდა ვყოფილიყავი."- აცხადებს ოჯახის დიასახლისი, "სიკეთის ქალაქთან" საუბრისას.

ციხესულორში მცხოვრები ოჯახის უფროსი ტარიელ ბიბილაშვილი კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა და ფიზიკური სამუშაოების შესრულება არ შეუძლია.


ნანახია: 4002-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
ქუთაისში მცხოვრები ლელი მუშკუდიანი სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის აღდგენას ითხოვს
13 წლის საბა მასზე ერთი წლით უმცროს ძმასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყელვანში ცხოვრობს.
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს.

ამინდი