Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნება' ცდილობს ხალხი უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანოს,'-რა შედეგი მოუტანა მოსახლეობას საბანკო რეგულაციების გამკაცრებამ?

თარიღი : 11-03-2019, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გამკაცრებული საბანკო რგულაციების გამო, ბანკებიდან მოქალაქეები სესხის აღებას ვერ ახერხებენ და იძულებულები არიან კერძო მევახშეებს მიმართონ. რა შედეგი გამოიღო საბანკო რეგულაციებმა და როგორ აისახა ქუთაისელებზე, ამის დადგენას იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge შეეცადა.

როგორც ირკვევა, საზოგადოების ნაწილი მიღებული რეგულაციების მომხრე სულაც არ არის. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასარგებლო მხოლოდ კერძო მევახშეებისთვის გახდა.

„არც რეგულაციების შემოღებამდე იყო კარგი სიტუაცია. ახლა მითუმეტეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ, ხალხის გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ. გაუსაძლისი პირობებია. ხალხისთვის არა მგონია კარგი იყოს, ამ მხრივ მევახშეებს უფრო გაუკეთდათ საქმე,“-ამბობს ქუთაისის მკვიდრი მარი გორგიძე.

როგორც ირკვევა, ახალი რეგულაციებითს მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც ადრე ბანკი კრედიტს აძლევდა, დღეს სესხის აღებას ვერ ახერხებენ.

„ორ უკიდურესობას შორის უწევს ადამიანს არჩევანის გაკეთება. კრედიტს ვეღარ იღებენ და ამიტომ მიდიან მევახშეებთან, მათთან თითქოს უფრო შეღავათიანი პირობებია, თუმცა ამასაც ვერ იხდიან მერე. მაღალი პროცენტის გამო იპოთეკით დატვირთულებს სახლის დაკარგვაც უწევთ. რა თქმა უნდა, ცუდი გადაწყვეტილება იყო ამგვარი რეგულაციების შემოღება," -ამბობს ქუთაისის მკვიდრი ალეკო კორძაია.

„ამ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო გაუარესდა. არასწორი გადაწყვეტილება იყო, ქვეყნის მმართველები იმას ცდილობენ, რომ ხალხი უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანონ და საზღვარგარეთ წავიდნენ. სესხები ისეთ პირობებში უნდა გაიცეს, რომ ადამიანმა გადახდა შეძლოს და არა ისე, რომ მევახშეს მიადგეს,“- განმარტავს ბეჟან სანაია.

გამოკითხულებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციები საჭირო და აუცილებელი იყო.

„კარგი ერთი, რომ ჭარბვალიანობა შემცირდა, ხალხს აქვს დაუდასტურებელი შემოსავლები, ანუ არ იხდიან საგადასახადოში, გადაიხადონ და ჩვეულებრივად აიღებენ სესხებს. სახელმწიფოც აიღებს თავის ფულს და მათაც შეეძლებათ თანხის გამოტანას. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მამუკა ბახტაძემ," - ამბობს ნანა აბრამიძე.

საბანკო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, 1-ლი იანვრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ახალი სესხების გაცემის მაჩვენებელი, რის შედეგადაც, იპოთეკასა და სხვადასხვა საქონელზე, რომლის შეძენაც წარსულში განვადებით ხდებოდა, მოთხოვნა შემცირებულია.

ესმერალდა კუპრაძე


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ პირის ყოველთვიური შემოსავალია 1000 ლარი, მის მიერ სესხის დაფარვისას ყოველთვიური შენატანი არ უნდა აღემატებოდეს 350 ლარს.
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
საზოგადოების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობს, თუმცა მათგან ყველაზე ხშირად მაინც სამომხმარებლო სესხებს

ამინდი