Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერული ესკიზები-თერჯოლის 'ტყვეობაში' მოქცეული მოქალაქეები შველას ითხოვენ

თარიღი : 9-03-2019, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისთან ახლოს, რკინიგზის სადგურ რიონის დასახლებაში მცხოვრები სოსო დიდბარიძე წლების განმავლობაში თავს ქუთაისის მკვიდრად თვლიდა. მას შემდეგ, რაც საკუთარი სახლის დაკანონება გადაწყვიტა, აღმოაჩინა, რომ ტერიტორია, რომელზეც მისი სახლი მდებარეობს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს. 7-წლიანი დავის შედეგად იმას მიაღწია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ დიდბარიძის სახლი ქუთაისის მუნიციპალიტეტის, ხოლო ეზო თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გამოცხადდა.

სოსო დიდბარიძის მსგავს მდგმარეობაში რკინიგზის სადგურ „რიონის“ დასახლებაში მცხოვრები ასამდე ოჯახია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი საცხოვრებელი თავიდანვე ქუთაისს ეკუთვნოდა და ქუთაისის შემადგენლობაში დაბრუნება სურთ.

“ვერაფერს ვაკეთებთ. დავდივართ ორ მუნიციპალიტეტს შორის. ქუთაისის მერია თერჯოლაში გვამისამართებს და თერჯოლა-ქუთაისში. ჩვენი ტერიტორია თავიდანვე ქუთაისს ეკუთვნოდა და ქუთაისში დაბრუნება გვინდა. თერჯოლასთან რა საერთო გვაქვს, თუმცა კომუნალურ გადასახადებს თერჯოლის ბიუჯეტში ვიხდით. გზა დააგეს ნაწილობრივ. თერჯოლამ დააგო გზა და სანახევროდ გააკეთა, დარჩენილი ტერიტორია ქუთაისს ეკუთვნისო. ჩვენი ფულით ვიყიდეთ ტრანსფორმატორი, რომელიც თერჯოლამ მიისაკუთრა. წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. იმის გამო, რომ ვერ დაადგინეს სამუშაოები რომელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიდიოდა, რეაბილიტაციის პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა. ასეთ დღეში ვართ და ვითხოვთ რეაგირებას. ქუთაისის მერიას უნდა ჩვენი დახმარება, მაგრამ საკითხი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს,“- აცხადებენ მოქალაქეები.

პრობლემაზე რეაგირების საფუძველს ვერ ხედავენ პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტში. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უნდა იზრუნონ და ცენტრალური მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ ეს უკანასკნელები გამოსავალს ვერ იპოვიან.


ნანახია: 618-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სასმელი წყლის ყიდვა უწევთ, ხოლო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ან წვიმას ელოდებიან ან კიდევ წყალი
კონკურსის შესახებ ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში დღეს დასუფთავების მორიგი აქცია მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის ინიციატივით ჩატარდა.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საავტომობილო გზების
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. მოქალაქეთა განცხადებით, ოთხი

ამინდი