Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში მოხმარებული ხახვის 64% იმპორტირებულია - რომელი ქვეყნებიდან შემოდის ეს პროდუქტი

თარიღი : 7-03-2019, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვეყანაში ერთი-ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტის თითქმის 64% იმპორტირებულია. საუბარია ხახვზე, რომლის ადგილზე წარმოება შემცირდა, იმპორტი კი საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუ 2017 წელს იმპორტირებული ხახვის მოცულობა 17 821, 5 ტონა იყო, 2018 წელს 27 366, 1 ტონა შეადგინა. ადგილობრივი წარმოება კი 2017 წელს მხოლოდ 9,1 ათას ტონას შეადგენდა. 2018 წლის დაზუსტებულ მონაცემს სტატისტიკის სამსახური მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა სპეციალისტების ვარაუდით, ეს თანაფარდობა დიდი ალბათობით, არც ამ შემთხვევაში იქნება შეცვლილი. რაც შეეხება 2019 წლის იანვრის მონაცემს, ქვეყანაში 3 230,6 ტონა ხახვი შემოვიდა.

სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ხახვის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 2 451, 6 ტონა, თურქეთიდან - 15 357 ტონა, ირანიდან - 1, 7 ტონა, ნიდერლანდებიდან - 11, 2 ტონა.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში ხახვის იმპორტიორ ქვეყანათა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, პროდუქტი შემოვიდა აზერბაიჯანიდან - 16 888, 6 ტონა, თურქეთიდან - 8 494, 7 ტონა, რუსეთიდან - 1 153, 8 ტონა, უზბეკეთიდან - 314, 5 ტონა, უკრაინიდან - 209, 8 ტონა, ყაზახეთიდან - 153, 6 ტონა, ირანიდან - 113, 5 ტონა, ნიდერლანდებიან - 12, ტონა.

რაც შეეხება 20019 წლის იანვრის მაჩვენებელს, საქართველოში ხახვის იმპორტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 309,9 ტონა, რუსეთიდან - 43, 7 ტონა, უზბეკეთიდან - 996, 3 ტონა, ყაზახეთიდან- 1 753, 3 ტონა, ნიდერლანდებიან - 0,9 ტონა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან - 46, 5 ტონა.

რაც შეეხება ადგილობრივი ხახვის მოცულობას, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს 9,1 ათასი ტონა ხახვი იწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის, 51%-ით ნაკლებია. 2016 წელს ადგილობრივი პროდუქტის მოცულობა 18,5 ათას ტონას შეადგენდა. (2018 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის)

აქვს თუ არა ქვეყანას პოტენციალი, რომ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გაზარდოს, ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ აქვს, და მეტიც, საქართველოს ბიოპოტენციალი, დაახლოებით 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვების შესაძლებლობას იძლევა.

მისი თქმით, 1992 წლის ჩათვლით ქვეყანა მოსახლეობის სრულ უზრუნვეყოფას ახდენდა არამარტო ხახვით, არამედ სხვა პროდუქტებითაც. თუმცა მომდევნო წლებში ადგილობრივი წარმოების მოცულობა ნელ-ნელა შემცირდა.

„როდესაც კონკრეტულად ამ პროდუქტზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ხახვის ჯიშები ძალიან სურნელოვანი და მაღალი გემური თვისებების მქონეა, ამასთან, არ წვავს თვალებს და ა.შ. ჩვენ ამ მხრივ თვითუზრუნველყოფის პრობლემა არ გვქონია, სრულად ვაკმაყოფილებდით მოსახლეობის მოთხოვნას. მეტიც, აქ ჩამოდიოდნენ კორეული წარმოშობის და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, რათა სეზონურად დასაქმებულიყვნენ.

ადგილობრივი წარმოების შემცირება და იმპორტის გაზრდა დაკავშირებულია დარგობრივი სტრატეგიის არარსებობასთან. არ არის განსაზღვრული ტაქტიკა, არავინ ითვლის - რა არის ჩვენი წლიური მოთხოვნილება, რისი პოტენციალი გვაქვს, რა შეგვიძლია და ა.შ. ამიტომ, იმ მოთხოვნილების შესაბამისად, რაც გვაქვს, სტიქიურად შემოდის იმპორტირებული ხახვი.

ადგილობრივი პროდუქციის წარმოების კლება დაიწყო 1992 წლის შემდეგ, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 70-80%-ის ფარგლებში მაინც მერყეობდა“,- აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

bpn.ge


ნანახია: 283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, რომელზეც მთელი ექსპორტის 58% მოდის.
საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში იწარმოა 66,1 ათასი ტონა ხორცი, 2017 წელს კი 59,4 ათასი ტონა.
საწარმოში 3 932 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 80 ადამიანი დასაქმდება.

ამინდი