Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი სიხარულიძე ქუთაისელი მაყურებლის წინაშე ბრეხტის 'დედა კურაჟით' წარსდგება

თარიღი : 6-03-2019, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თუ რით დამეწყო თუმანიშვილის თეატრში ჩემი მოღვაწეობის ახალი ეტაპი. უამრავი ომი ვნახეთ და ვნახეთ ის შედეგები, რა შედეგებიც ამ ომმა დატოვა. ვნახეთ, თუკი რამე ფასეულია, ღირებულია, მნიშვნელოვანია, ფაქიზია, მას როგორ ანადგურებს ომი.."-გიორგი სიხარულიძემ ეს ამბავი ბრეხტის „დედა კურაჟით“ დაიწყო და დღეს ეს
სპექტაკლი, უნიჭიერესი სამსახიობო ანსამბლით, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე პირველად გაცოცხლდება.

სპექტაკლის ცენტრი დედა კურაჟია, ნინელი ჭანკვეტაძის მთავარი გმირი, რომელზეც ფაქტობრივად დგას სპექტაკლი. მოქმედება თანამედროვე სამხედრო მუზეუმში ვითარდება, რითაც რეჟისორი ხაზს უსვამს ერთდროულად კავშირს ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე გარემოს შორის, და ამავე დროს სხვაობას.

გიორგი სიხარულიძე, როგორც თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დღეს პირველად წარდგება ქუთაისელი მაყურებლის წინაშე, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასი და მშობლიურია. გიორგი სიხარულიძე 11 წლის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ.


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი სიხარულიძეს ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის
ქეთი დოლიძე ამ პოსტზე გიორგი სიხარულიძემ ჩაანაცვლა.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე განაცხადი ექვსმა კანდიდატმა შეიტანა.
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი

ამინდი