Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზაქარია ფალიაშვილის საკრავები კომპოზიტორის სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა

თარიღი : 1-03-2019, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საფუძვლიანი რესტავრაციის შემდეგ, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკალური საკრავები კვლავ დიდი კომპოზიტორის ქუთაისის მემორიალურ სახლ-მუზეუმს დაუბრუნდა. ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებლის მიერ ნაქონი ინსტრუმენტები - ფიზჰარმონია და პიანო დე მელოდიკა ისევ სამუზეუმო ექსპონატებად გამოიფინება.

მუსიკალური საკრავების რესტავრაცია ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასთან გასულ წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო. ქუთაისიდან თბილისში დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემდეგ, სამუზეუმო ექსპონატების აღდგენა განახორციელა რესტავრატორმა გიორგი შიოშვილმა, რომელიც საქართველოში ძველი სამუსიკო საკრავების ერთ-ერთი გამორჩეული რესტავრატორია.

აქტიურ ფაზაშია ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის მუზეუმოგრაფიის კონცეფციის შემუშავების პროცესიც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ფრედერიკ შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმის სპეციალისტები ამზადებენ. კონცეფციამ სამუზეუმო სივრცის საკონცერტო, საგამოფენო და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გარემოდ ქცევა უნდა უზრუნველყოს, რაც თავის მხრივ ქუთაისში კლასიკური მუსიკის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამავე დოკუმენტის საფუძველზე სააგენტოს მიერ მომზადდება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტიც. სააგენტოს ორგანიზებითვე, ახლო მომავალში ფალიშვილის ქუთაისის სახლ-მუზეუმსა და შოპენის ვარშავის სახლ-მუზეუმს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამომავლოდ ქართველი კომპოზიტორის სახლ-მუზეუმის მოდერნიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად განაპირობებს.

ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელშეწყობის უზრუნველყოფის ვალდებულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე 1 წელია ნებაყოფლობით აქვს აღებული.

სააგენტოს გენერალური დირექტორის ინიციატივით, მიმდინარე წელსვე ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის ისტორიული შენობა ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იქნება წარდგენილი. სათანადო დოკუმენტაციას უწყების კვლევის სამსახური უკვე ამზადებს.


ნანახია: 355-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ა(ა)იპ 'ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა' და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და იქ არსებულ
4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან
მუზეუმი, რომელიც ნიკოლაძისეული სახლის ორ ოთახშია განთავსებული, 1951 წლის პირველ ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში იცვლება მუზეუმის სახურავი, იატაკი, ჭერი, ელექტრო გაყვანილობა. რეაბილიტაცია უტარდება აივნებს.
სამომავლოდ დაგეგმილია მსგავსი სწავლებების ჩატარება სააგენტოს სხვადასხვა მუზეუმ-ნაკრძალებში რეგიონების მიხედვით.

ამინდი