Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"სამტრედია იმ ვრცელი ადგილების სახელწოდება ყოფილა, რომლებიც იმერეთის მეფეებს თუ თავადაზნაურებს სანადიროდ ჰქონიათ შერჩეული"

თარიღი : 12-02-2019, 19:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად სამტრედიის აღმოჩენისა და მისი სახელის ისტორიას გიამბობთ.

ქალაქი სამტრედია ქუთაისიდან დასავლეთით, 27 კილომეტრზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობს გამო, ის დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო ცენტრი და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. ქვეყნის აღმოსავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო ნაკადი აქ იყოფა და ფოთისკენ, ზუგდიდისკენ, ბათუმისკენ ან სოხუმისკენ მიემართება.

ქალაქის წარმოშობა საქართველოში პირველი სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანას უკავშირდება, თუმცა "სამტრედია" მანამდე იმ ვრცელი ადგილების სახელწოდება ყოფილა, რომლებიც იმერეთის მეფეებს თუ თავად-აზნაურებს გარეულ მტრედებზე სანადიროდ ჰქონიათ შერჩეული. გადმოცემის მიხედვით, მოგვიანებით, როცა „სატრედე“ მიწაზე სამოსახლოები გაჩნდა და ქალაქს საფუძველი ჩაეყარა, დასახლებულ პუნქტსაც ადგილის სახელი „სა-ტრედე“ ეწოდა და დროთა განმავლობაში „სამტრედიად“ იქცა.

არსებობს ტოპონიმის - სამტრედიის ოთხი სხვადასხვა ვერსია. ყველაზე გავრცელებული ვერსია არის: "სამი მტრედია"- არსებობს თქმულება, რომ ადრე ამ ადგილას მონადირეს მოუკლავს სამი მტრედი, რომელსაც დაუკავშირდა ამ დასახლების სახელწოდება. მეორე ვერსია უკავშირდება სამტრე მიწა, მეგ. "სამტრე დიხა", რომელიც ეწოდა იმის გამო, რომ იმერეთის, გურიის და სამეგრელოს სამთავროებს შორის ხშირად ყოფილა კონფლიქტები ამ ტერიტორიაზე. მესამე ვერსია - "სამტრედეა"- კოლხეთის დაბლობზე, სადაც ახლა სამტრედიის რაიონის ტერიტორიაა, ყოფილა უღრანი ტყე, რომელშიც უხვად ბინადრობდნენ გარეული მტრედები. ამიტომ დაერქვა ამ ადგილს აღნიშნული ფრინველის სახელი, რომელიც მშვიდობისა და ქალაქის სიმბოლოდ იქცა. მეოთხე ვერსიის მიხედვით, კი სამტრედიას - ღვთისკაცი ექვთიმე თაყაიშვილი მოიხსენიებს "სამტრედოთი" თავის ერთ-ერთ კვლევით მოგონებაში.

სამტრედიის გეოგრაფიული კოორდინატები: ჩრდილოეთ განედი 42°09′00″. აღმოსავლეთი გრძედი 42°20′00″ ქალაქ სამტრედიის ქუჩების საფოსტო ინდექსებია: 3900 და 3902.
სამტრედია ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის II ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. ის ეკუთვნოდა თავად მიქელაძეებს. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. რკინიგზის სადგურისა და მიმდებარე დასახლების მშენებლობა თავდაპირველად იგეგმებოდა მდინარე ცხენისწყლის მეორე მხარეს, სოფლების საჭილაოსა და ქვიშანჭალის მხარეს, მაგრამ იქ მცხოვრებლების წინააღმდეგობის შემდეგ გადაწყდა სადგურის მშენებლობა სოფელ სამტრედიის მიმდებარედ. ]ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა. 1873 წელს სამტრედიაში 81 კომლი ცხოვრობდა, უკვე 1893 წელს კი - 370 კომლი. 1919 წლის ბოლოსთვის მოსახლეობამ 12000 კაცი შეადგინა. 1926 წლისთვის სამტრედიის მოსახლეობა შეადგენდა 13913 ადამიანს, ხოლო ფართობი 33,2 კმ2-ს. ოფიციალური ინფორმაციით დღეისათვის სამტრედიაში ცხოვრობს 8 262 კომლი 29 670 მაცხოვრებლით.

1892 წ. გაზეთი ,,ივერია” წერდა ,,იმ ადგილას, სადაც დღეს სამტრედიის რკინიგზის სადგურია და სხვადასხვა ნაგებობაა გაჭიმული, თითქმის გაუვალი ტყე იყო, მონადირე თუ შევიდოდა შიგ, თორემ მგზავრს, ვაჭარს და საქმის კაცს აქ რა უნდოდა. ახლომახლო ხალხი დღევანდელზე ღარიბი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მატარებლის სტვენა გაისმა, სამტრედიის ახლომახლო სოფლებს დრო დაუდგათ, ხალხი მისვლა-მოსვლას და ფულის მოგებას შეუდგა.”


ნანახია: 1387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნარიონალის ტბები მდინარე რიონის მარცხენა მხარეს მრავლად იყო წარმოდგენილი XX საუკუნის 50-იან წლებში, ეს ტბები მდებარეობდნენ სოფელ
"ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალი სამტრედიის მოსახლეობას ელექტროენერგიის მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან

ამინდი