Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს

თარიღი : 11-02-2019, 12:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერი კახაბერ მახთაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მერი განცხადების გაკეთებას დღის ბოლოსთვის გეგმავს.

მერიის ადმინისტრაციული სამახურის უფროსის ეკა დუგლაძის თქმით, კახაბერ მახათაძე მერის პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს და განცხადებას, სავარაუდოდ დღეს დაწერს. რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. თავად კახაბერ მახათაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. თანამდებობა ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ვიცე - მერმა ელგუჯა კვეტენაძემ. მერის მოვალეობას პირველი მოადგილე დავით ჩირგაძე შეასრულებს, რომელიც ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურში არ იმყოფება.

"ზესტაფონის მერის წასვლაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. მერი ამ დრომდე ახერხებდა თანამდებობის შენარჩუნებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერის მიმართ გამოძიება დაიწყო, კახაბერ მახათაძე თავის გადარჩენას მერობიდან წასვლით ცდილობს. მისი პირველი მოადგილე ავადმყოფობის გამო შვებულებაში იმყოფება. თანამდებობა დატოვა მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმაც. ახალი მოადგილის დანიშვნის შემდეგ კი თვითონ მერიც გეგმავს წასვლას,"- განუცხადეს სააგენტოს.

ცნობისთვის, ზესტაფონის მერს მოქალაქეები კორუფციასა და ბიუჯეტის თანხების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.


ნანახია: 749-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეასრულებს.

ამინდი