Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტი:პარლამენტის ყოფილ შენობაში შეიძლება მშვენივრად მოეწყოს საერთაშორისო საკონფერენციო საშუალებები, რომელიც ძალიან გვაკლია საქართველოში

თარიღი : 10-02-2019, 19:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქუთაისში არსებულ პარლამენტის ყოფილ შენობაში შესაძლოა საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ქუთაისსა და წყალტუბოში ვიზიტი შეაჯამა.

"წყალტუბო არის არაჩვეულებრივი საგანძური, რომელსაც ვერ შევადარებ ასეთივე ვერც ერთ კურორტს ევროპაში თავისი პარკებით და ადგილმდებარეობით და მდიდარი არქიტექტურით. წყალტუბო ქუთაისის გარეშე არ უნდა განვიხილოთ. აქ არის დიდი შესაძლებლობა გაჩნდეს მსოფლიო დონის სასტუმროები, მაგრამ იქნებიან მიბმული ქუთაისზე. ლაპარკი არის იმაზე, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანით ქუთაისმა ბევრი დაკარგა, მე არ მჯერა ამისი. მე მგონია, რომ პარლამენტის რამდენიმე დღის აქ ყოფნა დიდად ვერ აისახა ქუთაისის განვითარებაზე. ის შენობა დაჯდა 340 მილიონი ლარი და ამ თანხით აშენდებოდა წყალტუბო, ვინმეს რომ ეფიქრა განვითარების კუთხით და არა რაღაცის ასაშენებლად, მაგრამ ეს წარსულია და ამას ვეღარ შევცვლით. სამაგიეროდ, ამ შენობაში შეიძლება მშვენივრად მოეწყოს საერთაშორისო საკონფერენციო საშუალებები, რომელიც ძალიან გვაკლია საქართველოში. რეალურად ამისი ადგილი არ არსებობს. ქუთაისს აქვს ყველაფერი. მალე აეროპორტთან რკინიგზის გადაბმა მოხდება, გზა, რომელიც აშენდა. შენობას შეიძლება გადაკეთება დაჭირდეს, მაგრამ ყველაფერია რაც საჭიროა. და სასტუმროები წყალტუბოში და ინვესტორები დაინტერესდებიან, თუ იქნება ეს მიბმა მნიშვნელოვანი კონფერენციების საშუალებით," -განაცხადა პრეზიდენტმა.


ნანახია: 172-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, ნიკეას ქუჩაძე მდებარე შენობაში საქართველოში ყველაზე დიდი
როგორც თავისუფალი დემოკრატები წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, შენობის გაყიდვა რაც შეიძლება მცირე ხანში უნდა მოხდეს.
მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანით ხელისუფლება ცდილობს, ქუთაისს სოციალური სტატუსი და როლი წაართვას.
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
უმრავლესობის წევრის თქმით, ბირჟა, რომელიც პარლამენტის შენობაში განთავსდება, მთელ კავკასიაში ცნობილი იქნება.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკმებერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ამინდი