Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადამიანების მკურნალად ქცეული შემთხვევით აღმოჩენილი მინერალური წყლების საბადო სამტრედიაში

თარიღი : 10-02-2019, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, ჩემი იმერეთი   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული სამკურნალო წყლების შესახებ გიამბობთ.

ალბათ ბევრმა არ იცის სამტრედიის იმ უნიკალური საგანძურის შესახებ, რის გამოც მას კურორტის და მკურნალის სტატუსი აქვს. ქალაქი ამგვარ სახელს შემთხვევით აღმოჩენილი ჰიპერთერმული მინერალური წყლის საბადოთი იმსახურებს.

მინერალური წყლის საბადო შემთხვევით აღმოაჩინეს გეოლოგებმა, რომლებმაც აქ ნავთობის არსებობა ივარაუდეს. ბურღვისას მოულოდნელად 1450 მ სიღრმიდან თერმულმა გოგირდოვანმა წყალმა ამოხეთქა. წყლები გამოიკვლიეს და აქ კურორტის აშენება გადაწყვიტეს. 1970 წლიდან ბალნეოლოგიური კურორტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა, მაგრამ 1991 წლის 26 ოქტომბერს მთავარი პანსიონატის შენობას ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა.

მსოფლიოში ყველგან ჰიპერთერმული წყლები სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს მიეკუთვნება. მას "წითელ ნახშირსაც” უწოდებენ ევროპაში, რადგან ცხელი წყლის სამარაგოდ და შენობების გასათბობად გამოიყენება. რიგ ქვეყნებში, მაგალითად ისლანდიასა და იაპონიაში, თერმული წყლებისგან ელექტროენერგიასაც იღებენ. საქართველოში თერმული წყლები, რომლებიც აფხაზეთში, სამეგრელოში, თბილისსა და სამტრედიაში მოიპოვება, ძირითადად ბალნეოლოგიაში გამოიყენება, ისიც, შეზღუდული რაოდენობით. სამტრედიაში არსებული გოგრიდოვანი წყლები ისეთი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორიცაა: საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და პერიფერიული ნერვული სისტემების, ასევე კანისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებები. რაც შეეხება წყლების სამკურნალო ფაქტორებს, ასე გამოიყურება: ჰიპერთერმული (წყლის ტემპერატურა 65-67), სულფატურ-ქლორიდულ-ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 2,5-3 გ/დმ3. წყლის დებიტი: 3 მლნ ლ/დღ-ღ. მკურნალობის სახეობა: მინერალური წყლის აბაზანები.


ნანახია: 4475-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პეტიციის ავტორების განცხადებით, პეტიციის მოგების შემთხვევაში სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს
სამკურნალო თვისებებით ცნობილი კურორტი დღეს განადგურებულია.
იმის გამო, რომ კურორტის ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე ლიცენზია აღნიშნულ ფირმას აქვს, კურორტი წყლის გარეშე რჩება და შესაბამისად,
კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან

ამინდი