Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო თხილის მავნებლებისაგან დაცვის პროგრამაზე მუშაობს

თარიღი : 10-02-2019, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის დაცვის პროგრამაზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ამ მიზნით მუდმივად იმართება შეხვედრები მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და დარგის წარმომადგენლებთან. ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციები და ფერმერები მონაწილეობენ.

თხილის მავნებლებისა და სხვა სოკოვანი დაავადებებისგან დაცვის მიზნით, დაგეგმილია მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მათ დროულად განახორციელონ საჭირო აგროღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება.

პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში 11 თებერვალს გაიმართება. კონფერენციას მცირე ფერმერები, თხილის მსხვილი მწარმოებლები, ექსპორტიორები, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან.


ნანახია: 407-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი

ამინდი