Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჰეკაბე,'- პრემიერა ქუთაისში და რეჟისორი უსამართლობის წინააღმდეგ

თარიღი : 9-02-2019, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
9, 10 და 16 თებერვალს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის "ჰეკაბე"-ს პრემიერა გაიმართება.

"როცა ამ პიესაზე მუშაობა გადავწყვიტე, მაშინ დაემთხვა ამბავი - ზაზა სარალიძის კარვის დაშლას რომ აპირებდნენ. ჩვენ ვნახეთ ზაზა სარალიძე, რომელიც იყო პატიოსანი მოქალაქე და ჩვეულებრივი მშობელი, მაგრამ ის იქცა დამნაშავედ. ის რკინით ხელში მისდევდა პატრულს და ჩვენ, საზოგადოებამ, დავიწყეთ ზაზას გასამართლება და არა სისტემის," -ამბობს მიხეილ ჩარკვიანი.

სპექტაკლი ტროას ომის შემდგომ პერიოდზეა, როდესაც ბერძენთა გამარჯვებული ლაშქარი ზურგის ქარს ელის სამშობლოში მშვიდობით დასაბრუნებლად. ჰეკაბე, ტროას ყოფილი დედოფალი და დამარცხებული ქვეყნის ღირსებაწართმეული ქალია, რომელსაც ზურგის ქარისთვის კიდევ ერთი შვილი უნდა მოუკლან და უმტკიცებენ, რომ ეს სამართლიანია. ეს უსამართლობა აქცევს ჰეკაბეს სხვისი შვილების მკვლელად და დამნაშავედ.

სპექტაკლში მონაწილეობენ მესხიშვილის თეატრის მსახიობები: ინგა კაკიაშვილი (ჰეკაბე), ნანუკა კუპატაძე(პოლიქსენე), გიო ჩაჩანიძე(ოდისევსი), დავით როინიშვილი (აგამემნონი), გაგი შენგელია (პოლიდოროსი), სულხან გოგოლაშვილი (პოლიმესტორი), ენდი ძიძავა (ქურუმი ქალი), თენგიზ ჯავახაძე (ტალთიბიუსი), ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე (ქორო).

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში, ტელ. 245641 და ონლაინ საიტზე biletebi.ge

ქუთაისში პრემიერა ქალაქის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


ნანახია: 196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებდნენ.
გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 11-12 ოქტომბერს შედგება.
რეჟისორ გიორგი სიხარულიძის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა 2017 წლის 27 სექტემბერს შედგა.
როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ენდი ძიძავა აცხადებს, სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნას მიეძღვნა.
სპექტაკლის პრემიერა 2015 წლის თებერვალში გაიმართა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 2014 წლის 19 დეკმებერს უკრაინის ომში დაიღუპა.

ამინდი