Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი მოეწყო

თარიღი : 9-02-2019, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატს, მერაბ კვიცარიძის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი მოეწყო სადაც, შოთა რუსთაველის ბიუსტი და ქართული ანბანის და "ვეფხისტყაოსანის" მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები განთავსდა. ღონისძიებას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები- რამაზ ჩხიკვაძე, ირაკლი შენგელია და დეპუტატები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

"რუსთაველის შემოქმედება მნიშვნელოვანია კაცობრიობის განვითარების გზაზე და აღფრთოვანებული ვარ მერაბ კვიცარიძის პატრიოტიზმით და შემოქმედებით. ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს რუსთაველის კიდევ ერთი ბიუსტის განთავსებას. რაც უფრო დავაფასევთ მის შემოქმედებას, უფრო მივუახლოვდებით მის ზოგადსაკაცობრიო მიზნებს,"-განაცხადა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა.

"ქუთაისში გაიხსნა გენიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ბიუსტი იმ კომპოზიციაში, რასაც ქვია ქართული ანბანი და "ვეფხისტყაოსანი". ჩვენ გვგონია, რომ რუსთაველი მხოლოდ ჩვენი პოეტია, ეს არის მსოფლიო დონის შემოქმედი. "ვეფხისტყაოსანი" მეხუთე სახარებაა და ჩემთვის პირველია ამ ხუთიდან,"-განაცხადა მერაბ კვიცარიძემ.

დღესვე, მერაბ კვიცარიძეს რუსთაველის საზოგადოების გადაწყვეტილებით ქართული კულტურის ქომაგის საპატიო წოდება მიენიჭა და სპეციალური სიგელი გადაეცა. ასევე გაჟღერდა, რომ მერაბ კვიცარიძის ორგანიზებით რუსთაველის ბიუსტი რამდენიმე თვეში თურქეთში განთავსდება.


ნანახია: 640-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს, შოთა რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, პოეტის იუბილის აღნიშვნა მთელ მსოფლიოში იგეგმება.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სტუმრები რეჟისორ დავით საყვარელიძის მიერ დადგმულ სპექტაკლს „ლისისტრატეს“ წარადგენენ.
ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, რუსთაველის თეატრის მსახიობები სპექტაკლს "მოხუც ჯამბაზებს" ითამაშებენ.
საქველმოქმედო აქცია ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივით გაიმართა.

ამინდი